დილით ყავის მოდუღება ისეთივე აუცილებლობად იქცა, როგორც, მაგალითად, სასურველი ტანისამოსის შერჩევა.
ვისაც დრო არ ჰყოფნის, არომატულ სასმელს სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე ყიდულობს და ამ პროცესს ხშირად ფოტოთიც აფიქსირებს. დაგვეთანხმებით, სოციალურ ქსელებში საოცარი სიხშირით გვხვდება სხვადასხვა სახეობის ყავის ფოტოები. უკვე ზეპირადაც კი ვიცით, რომელი მეგობარი რამდენ კოვზ შაქარს იყრის ჭიქაში!..
თურმე, ის, თუ რომელ ყავას ვუკვეთავთ ყველაზე ხშირად, ჩვენსავე სტილსა და ხასიათზე მეტყველებს. OK! თითოეული მათგანის მნიშვნელობას გაგაცნობთ...
შავი ყავა — მინიმალისტი
თუ შავ, მწარე ყავას ანიჭებთ უპირატესობას, თქვენ ქალაქის სული და გული ხართ. სტაბილურობას ანიჭებთ უპირატესობას და კარგად გესმით, როგორი ჯადოსნური ძალა აქვს თეთრისა და შავის ერთმანეთთან შეხამებას. თქვენი კარადა კი სავსეა ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული სამოსით.
ლატე — კლასიკა
თქვენი გემოვნება პირდაპირ შეესაბამება ფრაზას "ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია". შეგიძლიათ ჯინსებით, ნაქსოვი ტანსაცმლითა და უბრალო მაისურებით განუმეორებელი სტილი შექმნათ. გიყვართ სიმარტივე და ცხოვრებით ტკბობა. წაიკითხეთ მასალა სრულად: http://www.okmagazine.ge/