1. ადეკვატურად აფასებთ მოვლენებს. აცნობიერებთ საკუთარ შესაძლებლობებს და იცით საკუთარი თავის ფასი. თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება, რადგან ყველაფერს მოიმოქმედებთ მის ასასრულებლად.
2. ენერგიული და მიზანსწრაფული ადამიანი ხართ. გწამთ, რომ ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. გწამთ თქვენი მფარველის, ბედნიერი ვარსკვლავის. მუდამ გაქვთ იმედი, რომ "იღბლიან ბილეთს" ამოაძვრენთ.
3. დინების საწინააღმდეგო ცურვა არ გახასიათებთ. სიტუაციაზე ხართ დამოკიდებული და მის მიხედვით მოქმედებთ. არ ისწრაფვით ბედის შესაცვლელად, სურვილების ასასრულებლად. ეცადეთ, მეტად მიზანმიმართული იყოთ. გწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების და ის, რაც ჩაიფიქრეთ, აუცილებლად აგისრულდებათ.
4. მომთხოვნი ადამიანი ხართ. ეს გარშემო მყოფებსაც ეხება და საკუთარ თავსაც. რასაც ჩაიფიქრებთ, აღწევთ, რადგან არ ინდობთ საკუთარ თავს. არ მოდუნდეთ, მუდამ გქონდეთ ბრძოლის ჟინი.
5. თქვენი იმპულსურობა ხშირად ხელს გიშლით სურვილების ასრულებაში. ნუ ააჩქარებთ ნურც საკუთარ თავს და ნურც გარშემო მყოფებს. ჩაისუნთქეთ-ამოისუნთქეთ და გააზრებულად დაიწყეთ სურვილის ასასრულებლად მოქმედება.
6. იღბლიანი ადამიანი ხართ. ამასთანავე, ზარმაცი. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ.
7. თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება, მაგრამ მოცდა მოგიწევთ, მოთმინებით აღიჭურვეთ.
8. ნუ ჩაიციკლებით თქვენს სურვილზე. "დაივიწყეთ" იგი, სულ მასზე ნუ ფიქრობთ და ნახავთ, რომ მალევე მიიღებთ სასურველს.
9. თქვენი სურვილი მალე ასრულდება, თუმცა შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ: "ნამდვილად მსურს იგი თუ - არა"?
10. მოკრძალებული უნდა იყოთ საკუთარ სურვილებში. იქნებ ძალიან ბევრს ითხოვთ. განგებას უფრო მცირე სურვილების ასრულება სთხოვეთ.
11. თქვენი სურვილი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ სრულდება, ნაკლებად ხართ მონდომებული და აქტიური.
12. თქვენი სურვილი თითქმის ასრულდა.