თავსატეხების, რებუსებისა და პაზლების ამოხსნა შესანიშნავი სავარჯიშოა გონებისთვის. ინტერნეტის წყალობით, საინტერესო გამოცანების პოვნა პრობლემას არ წარმოადგენს. რამდენიმე მათგანი კი ძალიან დიდი ხნისაა!
ახლახან პოპულარული გახდა ნახატი, რომელიც 1872 წელს დაიბეჭდა პრესაში. მასზე გამოსახულია მელია, რომელიც ტყის ბინადრებს ეთამაშება. ნახატის ყველაზე საინტერესო მომენტი გახლავთ ის, რომ მასზე დამალულია ცხოველებისა და ადამიანის სახეების გამოსახულებები.
მაშინაც და ახლაც, ეს ნახატი-გამოცანა იქცევს ყურადღებას როგორც დიდების, ასევე პატარების.
ამერიკელმა მხატვრებმა ნათანიელ კურიემ და ჯეიმს მერიტ ივმა ეს გამოცანა 1872 წელს შექმნეს და "ჩაფიქრებული მელია" უწოდეს.
ორივე მხატვარი ცნობილია ისტორიული მოვლენებისა და ცხოვრების ლამაზი მომენტების გამოსახულებებით.
ახლახან ნახატი პოპულარული გახდა და ფერად ვერსიად დაიბეჭდა.
ნახატზე დამალულია ადამიანების სახეები და ცხოველების გამოსახულებები. რამდენს იპოვით თქვენ?
ჩვენ 16 სხვადასხვა ცხოველი და სახე ვიპოვეთ.