დროებით ლოგიკა უნდა გამორთოთ. კითხვები დაკავშირებულია თქვენს ქვეცნობიერთან თამაშთან. პასუხის გასაცემად საკუთარ თავს დროს ნუ მისცემთ, ჩაიწერეთ ის, რაც თავში პირველად მოგივათ.
1. წარმოიდგინეთ, რომ ტყეში მიდიხართ ვიღაცასთან ერთად. ვინ არის ის.
2. ტყეში მოშორებით ხედავთ ცხოველს. რა ნადირია?
3. რა მოხდება, როცა მას პირისპირ შეხვდებით?
4. აგრძელებთ ტყეში სიარულს. გადიხართ მინდორში, რომელზეც თქვენი ოცნების სახლი დგას. როგორ აღწერთ მის ზომას?
5. თქვენი ოცნების სახლს გალავანი აკრავს?
6. შედიხართ სახლში, სასადილო ოთახში. აღწერეთ, რას ხედავთ მის გარშემო.
7. სახლიდან უკანა კარიდან გადიხართ და ბალახში დაგდებულ ჭიქას ხედავთ, რა მასალისგანაა იგი დამზადებული?
8. რას გააკეთებთ მისით?
9. ეზოს ბოლოში წყალსატევია. როგორია ის?
10. როგორ გადაკვეთავთ წყალსატევს, გზა რომ გააგრძელოთ?
პასუხები, რომლებიც გაეცით, თქვენს ღირებულებებსა და იდეალებს აღწერს. გავაანალიზოთ ისინი:
1. ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდით მოდის, არის თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება.
2. ცხოველის ზომა თქვენი შინაგანი პრობლემების სიდიდეზე მიუთითებს. რაც უფრო დიდია ცხოველი, მით გიჭირთ პრობლემებთან ბრძოლა.
3. როგორ რეაგირებთ მასთან ტყეში შეხვედრაზე? ასევე აგვარებთ პრობლემებს (გაქცევით, აგრესიით, პასიურობით).
4. სახლის ზომა - ეს თქვენი ამბიციებია. თუ დიდი წარმოიდგინეთ, დიდი მოთხოვნებიც გქონიათ.
5. თუ სახლს გალავანი არა აქვს, შინაგანად თავისუფალი ადამიანი ხართ. თუ აქვს, აფასებთ პირად სივრცეს, იცავთ მას და იმავეს მოითხოვთ სხვებისგანაც. ანუ თქვენი ნებართვის გარეშე თქვენს პირად სივრცეს ვერავინ დაარღვევს.
6. თუ ოთახში შესულმა არ აღმოაჩინეთ ყვავილები, საკვები ან ადამიანები, მოწყენილი ადამიანი ხართ ან თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ბოლოდროინდელი მოვლენების გამო - დეპრესიული.
7. ის, თუ რისგანაა დამზადებული ჭიქა, მეტყველებს, რამდენად მყარია თქვენი წარმოდგენა ოჯახზე. ქაღალდის ან პლასტიკატის ერთჯერადი ჭიქა მიუთითებს, რომ განიცდით ოჯახის მომავალზე. თუ ჭიქა მეტალის ან ფაიფურისაა, ნერვიულობის საბაბი არ გაქვთ.
8. თქვენი ქცევა განსაზღვრავს საქციელს პიროვნების მიმართ, პირველი კითხვიდან.
9. წყალსატევის ზომა თქვენი სექსუალური მადის ზომაზე მიუთითებს.
10. რაც უფრო ”დასველდით”, მით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სექსს თქვენს ცხოვრებაში.
მნიშვნელოვანია: ამ ტესტის გაკეთება პერიოდულად, რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც შეგიძლიათ. იგი არ ასახავს საბაზო დახასიათებას, არამედ თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას კონკრეტულ მომენტში.