შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანის ხასიათის თავისებურებების ამოცნობა იმითაც არის შესაძლებელი, თუ როგორ ატარებს ჩანთას.
დააკვირდით ნახატს, მასზე ჩანთის ტარების რამდენიმე ვარიანტია ნაჩვენები. ნახე, რომელია თქვენი და წაიკითხეთ თქვენი ხასიათის თავისებურებების შესახებ.
A ვარიანტი
ენერგიული და მეგობრული პიროვნება ხართ. მუდამ ბრძოლობთ უსამართლობის წინააღმდეგ; არ უშინდებით მკვეთრ გამონათქვამებს. ხართ პირდაპირი და მოურიდებელი. ბავშვივით ალალი და მიამიტი, საკუთარ ინტერესებს ყველაფერზე წინ აყენებთ. არ ფიქრობთ, რომ ამით სხვას შეიძლება უხერხულობა, უსიამოვნება შეუქმნათ. ბავშვივით უშიშარი ხართ და ამიტომაც, თქვენზე გაბრაზება არ შეიძლება.
B ვარიანტი
კარგად შეგიძლიათ ხასიათის კონტროლი. თვალებით გარშემო მყოფების დაჰიპნოზება შეუძლიათ. იციან საკუთარი თავის ფასი. კომპლიმენტსაც და კრიტიკასაც უემოციოდ ხვდებიან. სხვისი აზრი არ აინტერესებთ, საკუთარი მინუსებიც და პლუსებიც კარგად იცნობენ. ხშირად მუქი ფერის სათვალეს ატარებენ. თუ რჩევას ჰკითხავთ, შეულამაზებელ სიმართლეს მოგახლიან პირში. პირფერობა არ გამოსდით.
C ვარიანტი
გარშემო მყოფებში სასიმოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. მაგრამ ხანდახან უხასიათოდ ხართ. არ გიყვართ სხვათა მითითებების შესრულება. სხვებისგან ინტელექტი გამოგარჩევთ. კარგი მოსაუბრეც ხართ და მსმენელიც. დადებითი თვისებებით ხართ აღსავსე. აქტიურ ადამიანს გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარება არ გჩვევიათ.
D ვარიანტი
უამბიციო ხართ და არ ისწრაფვით კეთილდღეობისა და ლიდერობისთვის. უფრო არისტოკრატული, შემოქმედებითი ხართ. ფული იმ შემთხვევაში გიჩნდებათ, თუ ან მდიდარ მამაკაცს გაჰვებით ცოლად ან მემკვიდრეობას მიიღებთ. თქვენ არ სურთ იყოთ მილიონერი, თქვენ გსურთ იცხოვროთ მილიონერივით - აი, თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია.
E ვარიანტი
თქვენში მუდამ ორი პიროვნება ცხოვრობს. თქვენზე დაკვირვება მეტად საინტერესოა. სწრაფად შეუძლიათ სამოსის, სამსახურის, მისამართის, აზრისა და მანერების შეცვლა. სწრაფად საუბრობს და თავადაც კარგი მოსაუბრეა. გარშემო მყოფების მიმართ მეგობრულია, მათზე ჭკვიანი და ამიტომაც, ნებისმიერ სიტუაციიდან სწრაფად პოულობს გამოსავალს.
F ვარიანტი
მათ გვერდით მუდამ მზად უნდა იყოთ მოულოდნელობებისკენ. უყვართ კონსერვატორულად განწყობილი ადამიანების შოკში ჩაგდება. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ყველაზე არაორდინალური საქციელი შეიძლება ჩაიდინონ. შეუძლიათ ელიტურ წვეულებაზე ფეხშიშველები გამოცხადნენ და იცინონ იმაზე, რომ თქვემ მათ დასცინით. რომანის დასრულების შემდეგ კი შეიძლება მეგობრობა შემოგთავაზონ.