ცოტა ხნით ლოგიკა გამორთეთ და კითხვებს დაუფიქრებლად უპასუხეთ. ჩაიწერეთ ის, რაც პირველი მოგივათ თავში.
1. წარმოიდგინეთ, რომ ტყეში მიდიხართ ვიღაცასთან ერთად. ვინაა ეს?
2. ტყეში სეირნობისას ცხოველს ხედავთ, რა ცხოველია?
3. რა ხდება, როცა ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებით?
4. თქვენ აგრძელებთ ტყეში სიარულს, გამოდიხართ მდელოზე, რომელზეც თქვენი ოცნების სახლი დგას, როგორი ზომისაა?
5. თქვენი ოცნების სახლს ღობე თუ აქვს და როგორი?
6. შედიხართ სახლში, სასადილო ოთახში. აღწერეთ იქაურობა.
7. სახლიდან უკანა კარიდან გადიხართ. ბალახებში ჭიქას ხედავთ, რისგანაა დამზადებული?
8. რას გააკეთებთ მისი დანახვისას?
9. ეზოს ბოლოსკენ მიდიხართ, სადაც მდინარე ჩამოდის.
10. როგორ გააგრძელებთ გზას?
პასუხები თქვენს იდეალებს, ღირებულებებს ასახავს. გავეცნოთ შედეგებს:
1. ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდით მოდის, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია.
2. ცხოველის ზომა თქვენი პრობლემების სიდიდეზე მიუთითებს. რაც უფრო დიდია ცხოველი, მით რთულია თქვენთვის ცხოვრება.
3. როგორც რეაგირებთ ტყეში შემხვედრ ცხოველზე, იმგვარად აგვარებთ პრობლემებს (აგრესიულად, პასიურად, გაქცევით).
4. სახლის ზომა თქვენი ამბიციების ზომაა. თუ დიდი სახლი წარმოიდგინეთ, ცხოვრებისგან განსაკუთრებულს ელით.
5. თუ თქვენს სახლს ღობე არა აქვს, გარშემო მყოფებისთვის გახსნილი ადამიანი ხართ. თუ აქვს, აფასებთ პირად სივრცეს და მასში იშვიათად უშვებთ ვინმეს.
6. თუ სასადილო ოთახში ვერ ხედავთ საკვებს, ყვავილებს, ადამიანებს, ჩაკეტილი ადამიანი ხართ.
7. თუ ჭიქა გამძლე მასალისგანაა დამზადებული, იმდენად ძლიერად აღიქვამთ ოჯახს. თუ ჭიქა მინის ან ერთჯერადია, თქვენი ოჯახის მომავალი გაფრთხობთ. თუ იგი ფაიფურის ან მეტალისაა, სანერვიულო არ გაქვთ.
8. თქვენი პასუხი პირველ კითხვაში დასმულ პიროვნებას ეხება.
9. წყალი თქვენი სექსუალური მადაა.
10. რაც უფრო მეტად "დასველდებით", მით დიდი ადგილი უკავია სექსს თქვენს ცხოვრებაში.
მნიშვნელოვანია: ტესტი შეგიძლიათ რამდენიმე დღეშიც გააკეთოთ. საქმე იმაშია, რომ იგი პიროვნების ხასიათს კი არ აღწერს, არამედ იმ კონკრეტულ მომენტში მის განწყობას.