ადამიანების უმრავლესობა დილას ყავის სმით იწყებს, ან დღის განმავლობაში მიირთმევს მას.
როგორც გაირკვა, ადამიანის ხასიათის გამოცნობა შეიძლება მარტივად, თუ იცით, როგორ სასმელს ანიჭებს ის უპირატესობას.
მძაფრი ესპრესო
თუ თქვენმა ახალგაცნობილმა მამაკაცმა ესპრესო შეუკვეთა, ის კონსერვატიული შეხედულების, პირდაპირი ადამიანია. რეალურად აფასებს ირგვლივ მომხდარს. მისი გადარწმუნება რთულია. მას ყველაფერზე აქვს საკუთარი შეხედულება. გადაწყვეტილების მიღებისას ესპრესოს მოყვარული საკუთარი პრინციპებითა და დასკვნებით იხელმძღვანელებს. მისი იმედი მუდამ შეგიძლიათ გქონდეთ. თუ დახმარებას სთხოვთ, არ მიგატოვებთ. ესპრესოს მოყვარულ ადამიანს მოსწონს მკაცრი ჩაცმის სტილი, ელიტური ავტომობილი და კლასიკური მუსიკა.
არომატული ლატე
მხიარულების გული და სულია. მხიარული, მოლაქლაქე. საღამოებს მეგობრებთან ერთად ატარებს, სადაც მუდამ კარგი განწყობაა. ლატეს მოყვარული დიდი პოპულარობით სარგებლობს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. არ უყვარს განმარტოება და მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
ნაზი კაპუჩინო
მსუბუქ, ქაფიან კაპუჩინოს რომანტიკული ადამიანები ირჩევენ. მათი გაბრაზება მარტივია. მათ კეთილი გული აქვთ და მიმნდობები არიან. თუ კაპუჩინოს მოყვარული ხართ, ემოციებით ცხოვრობთ, გარშემო მყოფების მიმართ ალალმართალი ხართ და იმავეს მოითხოვთ მათგანაც. კაპუჩინოს მოყვარულები აღმერთებენ ზღვას, მოსახერხებელ ავტომობილს და პოპ-მუსიკას. გარდა ამისა, კაპუჩინოსთან ტკბილეულსაც მიირთმევენ.
დემოკრატიული ამერიკანო
რაციონალური ადამიანების საყვარელი სასმელია. სურთ, მიაღწიონ წარმატებას უმოკლესი გზით. როგორც წესი, ყველა დასახულ მიზანს აღწევენ. დემოკრატიული ამერიკანო ბოჰემურ ტიპებს მოსწონთ, სპორტული ავტოების მფლობელებს. როგორც წესი, ისინი ქალაქგარეთ ცხოვრებას ამჯობინებენ, საკუთარ სამყაროში.
კაფეში, ყავის შეკვეთის დროს ყურადღებით იყავით, სასმლის სახეობა მოსაუბრის ხასიათის ამოცნობაში დაგეხმარებათ და მასთან ურთიერთობას უფრო ადვილად შეძლებთ.