ადამიანის ბედის გამოცნობა ათასწლეულის წინ დაიწყეს ხელებზე მკითხაობით.
ქირომანტიის შესწავლა წლებს მოითხოვს, მაგრამ ფრჩხილის ფორმით ადამიანის ხასიათის გამოცნობას მარტივად გასწავლით.
1. გრძელი, სწორი ფრჩხილი
მშვიდი, რბილი ხასიათის ადამიანია. შემოქმედებითია და ნიჭიერი. ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირს.
2. ფართო ფრჩხილი
გულგახსნილია გარშემო მყოფებთან. არ ახასიათებთ სისულელეების კეთება. სიმართლეს, როგორი მწარეც უნდა იყოს, პირდაპირ ამბობენ. უყვართ რჩევების მიცემაც.
3. და 4. მრგვალი ან ოვალური ფორმის ფრჩხილი
მუდამ მშვიდია, თავისი ცხოვრების რიტმი აქვს. უჭირს ახალ ადამიანებთან დამეგობრება. ძველ მეგობრებთან თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს.
5. ოთხკუთხედი ან წაგრძელებული ფორმის ფრჩხილი
ლიდერი, მამაცი და მებრძოლი ადამიანია. თუმცა, გულის სიღრმეში რა სისუსტეს მალავს, ეს მხოლოდ ახლობლებმა იციან.
6. და 7. მართკუთხედი ფორმის ფრჩხილი
ჭკვიან, ნოვატორული იდეების მქონე ადამიანს აქვს, ხშირად - გენიოსებს. უჩვეულო გადაწყვეტილებები ახასიათებთ და გარშემო მყოფებს აოცებენ.
8. ნუშისმაგვარი ფრჩხილი
ერთგული მეგობარი და სასიამოვნო მოსაუბრეა. იცის საკუთარი აზრის, პოზიციის დაცვა. პრობლემების მოგვარების უჩვეულო მეთოდები აქვს.
9. რომბისმაგვარი
ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელია. კარგად ესმის ადამიანების განწყობა. ეხმარება გარშემო მყოფებს წინააღმდეგობის დაძლევასა და განვითარებაში.