რამდენჯერ მიგიღიათ უცნაური ქათინაური? მამაკაცები რას აღარ შეადარებენ საყვარელ ან მისთვის არასასურველ ქალს.
სხვადასხვა კატეგორიის ქალბატონები, ხასიათით და ცხოვრების წესით მართლაც სხვადასხვა რამეს შეგვიძლია შევადაროთ. გაეცანით, დააკვირდით, ამოიცანით ახლობელი ქალბატონები ან საკუთარი თავი.
ქალი – ქარი
დღეს აქ არის, ხვალ იქ არის. არაფერი აქვს მდგრადი და სტაბილური. ერთ ადგილზე არ დაედგომება. გართობის სახეობებიც კი მალე სწყინდება. მოკლედ, მოუსვენარი და დაუდგენელია.
ქალი – ყვავილი
მას ყოველთვის თავაზიანად და სიფრთხილით უნდა მოეპყრათ. ძალიან ფაქიზი და ნაზი ბუნების არის. დაუცველობა და სინატიფე მას უფრო მომხიბვლელს ხდის. ასეთ ქალზე მზრუნველობა მამაკაცს მეტ სიძლიერეს და თავდაჯერებულობას ჰმატებს.
ქალი – ბიბლიოთეკა
ასეთ ქალთან ურთიერთობისას ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში მიიღებთ სასარგებლო რჩევას. თუ არ დაიზარებთ და ასეთ ქალს დიდ დროს დაუთმობთ, ზოგად განათლებას ნამდვილად მიიღებთ.
ქალი – ლაბირინთი
ის ძალზე უცნაური და შეუცნობადი არის, ვერასდროს გაიგებ, თავში როდის რა მოუვა. ხასიათი არაპროგნოზირებადი აქვს. თუმცა რაც უფრო რთულია გამოცანა – მით უფრო საინტერესო და აზარტულია მისი ამოხსნა.
ქალი – ატმის რტო
მასთან სიმშვიდე და ბევრი ჰაერია, ყველა პრობლემა გავიწყდება, გაძლევს მოდუნების და დამშვიდების საშუალებას იმისდა მიუხედავად, თუ რა ხდება რეალურად თქვენ ირგვლივ.
ქალი – ფოიერვერკი
მასში ფეთქებადი ტემპერამენტია, გჩუქნის დღესასწაულის შეგრძნებას, ცხოვრებას ყველა დადებითი კუთხით ხედავს და თქვენც ამ პოზოტიური მიმართულებით მიჰყავხართ. მისი ცხოვრება დაუსრულებელი კარნავალია. სადამდეც ძალა ჰყოფნის, ცეკვავს. ,,იყავი ბედნიერი, ცხოვრება ხომ ასე მოკლეა!" – ეს არის მისი დევიზი.
ქალი – გრანიტი
მასთან ერთად არაფრის გეშინოდეთ. საიმედო და სანდო ადამიანია. მის გვერდზე თავს უსაფრთხოდ გრძნობ, ნებისმიერ სანერვიულოს მხნედ გადაგატანინებს. ადვილად პოულობს გამოსავალს რთულ სიტუაციებში.
ქალი – უფსკრული
გექაჩება უსინათლო გვირაბში, თავსაც ვერ ანებებ და დასასრულიც არ ჩანს...
ქალი – ბრილიანტი
უყურებ და ტკბები. დროდადრო ახალ-ახალ წახნაგებს აღმოაჩენ, აღარ აქვს მნიშვნელობა, დადებითს თუ უარყოფითს. თვრები სრულყოფილი მშვენიერებით და არ გწყინდება, ღრმად ეცნობი და იხიბლები...