შეგიძლია, ამოიცნო მანიაკი? გაიარე ტესტი და გაიგე, მიგიღებდნენ თუ არა სერიალ „კრიმინალური აზროვნების“ ექსპერტთა გუნდში
შეგიძლია, ამოიცნო მანიაკი? გაიარე ტესტი და გაიგე, მიგიღებდნენ თუ არა სერიალ „კრიმინალური აზროვნების“ ექსპერტთა გუნდში
ტელეარხ GDS-ზე ძალიან საინტერესო და მსოფლიოში პოპულარული ტელესერიალი - „კრიმინალური აზროვნება“ გადის. სიუჟეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ქცევის ანალიზის ექსპერტების ჯგუფი ეხმარება კრიმინალისტებს, გახსნან ყველაზე ჩახლართული და ჩიხში შესული საქმეები.

ამისთვის აუცილებელია იმის გაგება, თუ რა მოტივები ამოძრავებდა დამნაშავეს. სპეციალისტები მანიაკების ყოველ ქმედებაში ”იქექებიან” და ცდილობენ, იაზროვნონ კრიმინალურად. ჯგუფი დამნაშავის და მსხვერპლის ძირითად მახასიათებლებს ადგენს, იყენებს მტკიცებულებებს, ფაქტებს საქმიდან და ინფორმაციის შესაბამის ფსიქოლოგიურ ანალიზს აკეთებს. ეს ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა, რომელიც ფსიქოლოგიის კარგად ცოდნას მოითხოვს.

სერიალის ყურებისას მაყურებელი აზარტში შედის და ცდილობს, თავადაც გამოიცნოს, თუ ვინ არის დამნაშავე.
მოდით, ვნახოთ, გაქვთ თუ არა უნარი, ჩაწვდეთ ადამიანების ბუნებას, მათი გარეგნული შეფასების მიხედვით...

სონდის ტესტი მე-20 საუკუნეში უნგრელმა ფსიქიატრმა ლეოპოლდ სონდიმ შექმნა და დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებისთვის დაფარული იყო. მისი მთავარი მიზანი იყო, გაერკვია ყველაზე ღრმა შინაგანი იმპულსები, რომლებიც პიროვნების არაცნობიერში იმალება.

ტესტს საფუძვლად უდევს ზიზღი ან პირიქით, სიმპათია წინასწარ შერჩეული ადამიანების ფოტოების მიმართ. სონდი თვლიდა, რომ გარემომცველ ადამიანებზე გადაგვაქვს ის თვისებები, რომლებიც საკუთარ თავში ყველაზე მეტად გვაღიზიანებს ან პირიქით, გვხიბლავს. რვა მიდრეკილების, ანუ პორტრეტული არჩევანის მეთოდი პასუხებს იძლევა ძალიან ბევრ შეკითხვაზე, მათ შორის, ხსნის ადამიანის არჩევანს სიყვარულში, მეგობრობაში, პროფესიაში, სამუშაოში და მიუთითებს გარკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილებებზეც.

ორიგინალში ტესტი წარმოადგენს 6 სერიას, რომელთაგან თითო 8 პორტრეტისგან არის შედგენილი. ყოველ სერიაში წარმოდგენილია: ჰომოსექსუალი, სადისტი, ეპილეფსიით დაავადებული, კატატონიით დაავადებული, შიზოფრენიით დაავადებული, დეპრესიაში მყოფი და მანიაკი. ქვემოთ წარმოდგენილია შედარებით მოკლე და ამიტომ, შესაძლოა, ნაკლებად ზუსტი ვერსია.

ინსტრუქცია:

დააკვირდით ამ 8 ადამიანის პორტრეტებს და აირჩიეთ მათგან ერთი, რომელთან შეხვედრასაც ყველაზე მეტად არ ისურვებდით ღამით, ჩაბნელებული ქუჩის კუთხეში, რადგან მისი გარეგნობა თქვენში ზიზღს ან შიშს იწვევს. შემდეგ კი გაიგეთ პასუხები.

image

მნიშვნელოვანია!

ტესტის შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ფსიქიკური აშლილობა გაქვთ. ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც აღნიშნული ტესტი საჭიროა და რისთვისაც საერთოდ შეიქმნა, არის ის, რომ გამოავლინოს რეპრესირებული შინაგანი იმპულსების წინაპირობა ფსიქოანალიზურ თეორიასთან შესაბამისობაში.

პასუხები:

1. სადისტი

სავარაუდოდ, ბავშვობაში ახშობდით საკუთარ ქცევაში ავტორიტარიზმის გამოვლინებას, დომინირებისადმი და ცუდი ქცევებისადმი მიდრეკილებას. თუ თქვენ ამ მასწავლებლის პორტრეტი აირჩიეთ, თქვენს ქვეცნობიერში ახშობთ გარშემომყოფების მიმართ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ იმპულსებს.

საერთო ჯამში, თქვენ მშვიდობისმოყვარე და უწყინარი ადამიანი ხართ და ყოველთვის მზად ხართ სხვების დასახმარებლად. თუ თქვენ ოფისში მუშაობთ, თქვენს ზემდგომს, ალბათ, უჭირს თქვენი მართვა. როცა რაიმეს გაკეთება არ გსურთ, ხელოვნურად ქმნით წინააღმდეგობებს (მაგალითად, სპეციალურად აგვიანებთ სამუშაოზე, ან აჩვენებთ, რომ არ ხართ ხასიათზე). სირთულეებისა და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გულს გტკენენ, თქვენ პასიური წინააღმდეგობისა და იგნორირების პოზიცია გიჭირავთ, რაც, საბოლოო ჯამში, ღლის თქვენი პრობლემების წყაროს.

2. ეპილეფსიით დაავადებული

როცა საუბარია პიროვნების ისეთ დარღვაზე, როგორც არის ეპილეფსიის შემთხვევა, უნდა აღინიშნოს ამ დიაგნოზის დამახასიათებელი შტრიხები: იმპულსურობა, გაღიზი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ანებადობა, სიბრაზისა და აგრესიის მოულოდნელი შეტევები. თუ ეს მრგვალთავა მამაკაცი თქვენში შიშს ან ზიზღს იწვევს, ესე იგი, სავარაუდოდ, ბავშვობაში თქვენ სწორედ ამგვარ გრძნობებს იხშობდით.

ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ თქვენ კეთილი, მშვიდობისმოყვარე, მეგობრული ხართ. ტოვებთ პასუხისმგებლობის გრძნობისა და თვითკონტროლის უნარის მქონე პიროვნების შთაბეჭდილებას. გრძნობების სიმყარე და სტაბილურობა გახასიათებთ და ადვილად ამყარებთ კონტაქტს ადამიანებთან.

3. კატატონიით დაავადებული

ამ ფსიქიკური დარღვევის დამახასიათებელი შტრიხებია წარმოსახვის ზედმეტი სტიმულაცია და ნეგატივიზმი. თუ ამ მამაკაცმა თქვენში ნეგატიური გრძნობა გამოიწვია, თქვენში, სავარაუდოდ, იხშობა გონებრივი ჰიპერაქტიურობა, რომელიც (თუ ღრმა ქვეცნობიერში არ გადაუძახეთ) გაიძულებთ, რეალობასთან კავშირი დაკარგოთ.

ბუნებით კონსერვატორი ხართ, ეჭვის თვალით უყურებთ ცვლილებებსა და ინოვაციებს. უნდო ადამიანი ხართ და ძნელად ეგუებით ყველაფერ ახალს. ყველაზე მეტად გეშინიათ თვითკონტროლის დაკარგვის. ადვილად გწყინთ, დაძაბული და თავშეკავებული ხართ. არასოდეს უხვევთ თქვენი "ქცევის კოდექსიდან".

4. შიზოფრენიით დაავადებული

შიზოფრენიკის პიროვნება გამოირჩევა ძლიერი აპათიით, დამახინჯებული აზრებით და შეუსაბამო ემოციებით. თუ ამ ქვის "პოკერფეისის" დანახვაზე ტანში ჟრუანტელმა დაგიარათ, ესე იგი, ბავშვობაში საკუთარ თავში ახშობდით სხვების მიმართ გულგრილობას და გეშინოდათ საგნებისა და მოვლენებისგან აბსტრაგირების.

როგორც პიროვნება, საკმაოდ კონტაქტური ადამიანი ხართ. გჯერათ კომუნიკაციის ძალის, გულწრფელად გსიამოვნებთ ადამიანებს შორის ყოფნა. იმავდროულად, ეს "კონტაქტურობა" შეიძლება მატყუარა იყოს და მის უკან საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი იმალებოდეს. ადამიანებთან თქვენი ურთიერთობა ხშირად ზედაპირულია, თითქოს ნამდვილ გრძნობებს მოკლებული. გულის სიღრმეში გრძნობთ, რომ გარშემომყოფები და მათთან ურთიერთობა თქვენ სულაც არ გჭირდებათ.

5. ისტერიკული ადამიანი

ისტერიული შტრიხები - ზედაპირულობა, ემოციური არასტაბილურობა, ნარცისიზმი და ექსჰიბიციონიზმი. თუ სწორედ ამ უცნაურმა ქალმა გამოიწვია თქვენში ყველაზე ძლიერი შიში და ზიზღი, შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მალავთ ყურადღების მიპყრობისა და საკუთარი თავის დამკვიდრების დაუძლეველ სურვილს.

თქვენ ტოვებთ მორიდებული, ძლიერი შინაგანი სულიერების მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას. თუმცა რეალობაში, მოკრძალებული და ჩუმი ადამიანის მიღმა იმალება პიროვნება, რომელსაც ძალიან სურს გარშემომყოფთა მოხიბვლა. საკუთარ საქციელსა და გარეგნობას დიდ დროს უთმობთ, ცდილობთ, ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, ხშირად იყენებთ სტილურ აქსესუარებს. ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, მიდრეკილნი არიან უჩვეულო პროფესიებისა და ჰობის არჩევისკენ.

6. დეპრესიული ადამიანი

დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვნების კომპლექსი და დანაშაულის გრძნობა - ეს არის დეპრესიის მთავარი სიმპტომები. თუ თქვენი არჩევანი სწორედ ამ ადამიანზე შეჩერდა, სავარაუდოდ, გულის სიღრმეში დეპრესიაში ხართ და გულმოდგინეთ ცდილობთ ამის გაკონტროლებას.

თქვენი შეფასება შეიძლება, როგორც უდარდელი ადამიანისა. აფრქვევთ აქტიურობას, თავდაჯერებულობასა და ოპტიმიზმს. თუმცა ზოგჯერ თქვენში იღვიძებს "მოწყენილი ჯამბაზი" და მელანქოლია გეუფლებათ. ზოგჯერ შეიძლება იყოთ ჩაკეტილი და საეჭვო. მაგრამ ის, რომ ცდილობთ დეპრესიული შეტევების ღრმად "ჩამარხვას", გაიძულებთ მოირგოთ საყოველთაო ფსიქოლოგის როლი და ეძებოთ პასუხები სხვების შეკითხვებსა და პრობლემებზე.

7. მანიაკი

დამახასიათებელი მანიაკალური შტრიხებია ზეაღგზნებადობა, საკუთარი თავის ზედმეტად შეფასება, ექსტრავერისა და მიდრეკილება ფულისა და ემოციების ხარჯვისკენ. თუ თქვენ ყველაზე საზიზღრად სწორედ ეს სახე მოგეჩვენათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენში აღტაცების გრძნობა შეიძლება გადაიზარდოს ეგზალტაციაში, საიდანაც მისტიკაშიც გადახრაც კი არ არის შორს.

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს პროვოკაცია და ხმაური. ცხოვრებაში ხართ კეთილგონიერების, თავშეკავებულობის ნიმუში. ხართ პრაქტიკული და ფრთხილი და ყოველთვის აკონტროლებთ საკუთარ მოქმედებას.

8. პიროვნების დისოციაციური აშლილობა

ეს არის ფსიქიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ერთ ადამიანში მინიმუმ ორი ალტერ-პიროვნება არსებობს, რომელთაგან თითოეულს საკუთარი მსოფლმხედველობა და გარემომცველი სამყაროს მიმართ დამოკიდებულება აქვს. თუ თქვენ ამ პორტრეტმა შეგაშინათ, ბავშვობაში, სავარაუდოდ, პრობლემები გქონდათ თვითგამორკვევასთან დაკავშირებით.

ცხოვრებაში გაქვთ მიდრეკილება, რადაც უნდა დაგიჯდეთ, ნათლად და გადაჭრით დაამტკიცოთ, რომ განსაზღვრულ სქესს მიეკუთვნებით. მაგალითად, ხართ "მამაკაცური მამაკაცი" ამ "ქალური ქალი". ამ თვისებების მქონე მამაკაცებს ხშირად აქვთ მიდრეკილება, ყველაფერში და ყოველთვის მაჩოდ გამოიყურებოდნენ, ქალები კი ცდილობენ ქალური სექსუალურობის განსახიერება იყვნენ, ჰქონდეთ ფლირტი და მიიზიდონ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები.

თუ გსურთ, თვალი ადევნოთ ექსპერტების გუნდის მუშაობის მეთოდებს და მათთან ერთად გახსნათ ყველაზე ჩახლართული საქმეები, ჩაუჯექით GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 და 18:00 სთ-ზე. უყურეთ დღეში 2 სერიას.

კომენტარები (1)
ნესტ
ფოტო არ იხსნება
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
12:20 / 24-05-2017
წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე საინტერესო დეტექტიური ჟანრის ტელესერიალს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ!
12:42 / 10-05-2017
„კრიმინალური აზროვნება“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული ტელესერიალია, რომელსაც შეგიძლიათ ტელეარხ GDS-ზე ჩაუჯდეთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00-18:00 სთ-ზე.
13:09 / 03-05-2017
გიყვართ საინტერესო დეტექტივები და თრილერის ჟანრი? მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00-18:00 სთ-ზე და თვალი ადევნოთ ქართულად დუბლირებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და საინტერესო სერიალს - ”კრიმინალური აზროვნება”.
12:03 / 26-04-2017
თუ ხარისხიან დეტექტივებს აფასებთ და გაქვთ სურვილი, კარგ სერიალს უყუროთ, აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 – 18:00 სთ-ზე
11:27 / 19-04-2017
”კრიმინალური აზროვნება” ძალიან საინტერესო დეტექტიური სერიალია, თრილერის ელემენტებით, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.
22:43 / 11-04-2017
ტელეარხმა GDS-მა ამერიკული საკულტო ტელეფილმის, „კრიმინალური აზროვნების“ ჩვენება დაიწყო, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს მკვლევარების შესახებ გვიყვება.
11:12 / 05-04-2017
როდესაც ახალი სერიალის ყურებას იწყებ, ძალიან გინდა,  იმედი არ გაგიცრუვდეს.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ამოიცანით საკუთარი თავი და წაიკითხეთ ეპითეტი - თქვენზე!
16:35 / 02-05-2017
რამდენჯერ მიგიღიათ უცნაური ქათინაური? მამაკაცები რას აღარ შეადარებენ საყვარელ ან მისთვის არასასურველ ქალს.  
სონდის ტესტი: აირჩიე ადამიანი, რომელიც შენში ყველაზე ძლიერ შიშსა და სიძულვილს იწვევს
12:03 / 24-03-2017
ეს ტესტი მე-20 საუკუნეში უნგრელმა ფსიქიატრმა ლეოპოლდ სონდიმ შექმნა და დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებისთვის დაფარული იყო.
როგორ უნდა მოიგოთ ყოველთვის X-0 - ყველასთვის საყვარელი თამაშის ინსტრუქცია გიფებით!
12:08 / 23-03-2017
ალბათ, ყველა თქვენგანს უთამაშია ბავშვობაში (და არამარტო) X-0 და გვშურდა მათი, ვინც მარტივად იგებდა ამ თამაშს. ვინ იფიქრებდა, რომ არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის მეშვეობითაც მართლაც უმარტივესია, ყოველთვის მოგებული დარჩეთ!
ადამიანთა მხოლოდ 2%-ს შეუძლია თავსატეხის ამოხსნა, რომელიც აინშტაინმა ბავშვობაში შეადგინა
14:22 / 22-03-2017
სანამ უდიდესი მეცნიერი გახდებოდა, ჯერ კიდევ ბავშვმა, აინშტაინმა ერთი უჩვეულო ამოცანა შეადგინა. ის მიიჩნევდა, რომ დედამიწის მოსახლეობის 98% ვერ შეძლებდა მის ამოხსნას. მიეკუთვნებით თუ არა იმ ყველაზე ჭკვიანების დარჩენილ 2%-ს? გთავაზობთ, დაამტკიცოთ ეს და ამოხსნათ აინშტაინის ცნობილი თავსატეხი.
2017 წლის საქორწინო ჰოროსკოპი: ვის ელის ზღაპრული ქორწილი
14:30 / 16-02-2017
ცეცხლოვანი მამლის წელი ქორწინებისთვის საუკეთესოდ ითვლება.
როგორ იკრავთ დილაობით ბიუსტჰალტერს? ეს თქვენი ხასიათის თავისებურებებს განსაზღვრავს
16:23 / 15-02-2017
პატი ვუდი, ფსიქოლოგი და სხეულის ენაზე რამდენიმე წიგნის ავტორი, ირწმუნება, რომ ადამიანები პირობითად 4 პიროვნულ ტიპად იყოფიან: ლიდერი, მრჩეველი, მიმდევარი და ფრთხილი კორექტორი.
აი, ხასიათის რა განსაკუთრებული თვისება გერგოთ დაბადების დღის მიხედვით!
12:45 / 13-02-2017
დიახ, დიახ, თქვენი დაბადების თარიღის ნუმეროლოგია შესაძლებლობას იძლევა, დაადგინოთ, თუ რომელ პიროვნულ ტიპს მიეკუთვნებით. თანაც, წარმოუდგენელი სიზუსტით!
აირჩიეთ ყავა და გაიგეთ რა გელით
13:33 / 11-02-2017
ოდესმე გიმკითხავიათ ყავის ნალექზე? ახლა სრულიად განსხვავებულ მეთოდს გთავაზობთ, აირჩიეთ საყვარელი სასმელი და გაიგეთ რა გელით მომავალი...
იცოდით, რაზე მეტყველებს თქვენი თმის სიგრძე?
15:24 / 08-02-2017
ქალების უმეტესობას უყვარს ექსპერიმენტები საკუთარ თმაზე - ზოგი ფერს იცვლის გამუდმებით, ზოგი ვარცხნილობას.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი