გაიარე ტესტი და გაიგე, მზად ხარ თუ არა, შენს რჩეულთან ერთ ჭერქვეშ იცხოვრო.
1. რომელი კერძის მომზადება გეხერხება?
ა) ერბოკვერცხისა და სოსისის - 5;
ბ) მწვადის - 1;
გ) ნამცხვარი "ნაპოლეონის" - 3.
2. შენი ჩვეული საძილე პოზაა:
ა) კატასავით მოკუნტული - 1;
ბ) დიაგონალური - 5;
გ) თავისუფლად გაშლილი - 3.
3. უადგილო ადგილას დაყრილი მამაკაცის წინდების დანახვისას, შენ:
ა) აღშფოთებისგან აკივლდები - 5;
ბ) მშვიდად ჩააწყობ სარეცხის კალათაში - 1;
გ) წინდების მფლობელს სთხოვ, თავის ნივთებს მიხედოს - 3.
4. შენი აზრით, ოჯახური სამუშაოს შესრულება ევალება:
ა) ქალს, რადგან ის კერიის დარაჯია - 1;
ბ) მას, ვინც უფრო ადრე ბრუნდება სამსახურიდან - 3;
გ) ოჯახის ყველა წევრს, რიგრიგობით - 5.
5. მეუღლემ გამოგიცხადა, რომ დასვენების დღეებში დედამისი გესტუმრებათ. რას უპასუხებთ?
ა) "შესანიშნავია, მის საყვარელ კერძს მოვამზადებ" - 1;
ბ) "სამწუხაროდ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ვაპირებ წასვლას. ჩემგან მოკითხვა გადაეცი" - 3;
გ) "ოჰ, ოღონდ ამ უქმეებზე არა!.." - 5.
6. რჩეულთან იჩხუბე და განრისხებული...
ა) ჩემოდანს ალაგებ და დედასთან გარბიხარ - 3;
ბ) მის ბარგს ალაგებ და დედამისთან ისტუმრებ - 5;
გ) სააბაზანოში გარბიხარ და ქვითინებ - 1.
7. ღამით შენი გულისსწორის ხვრინვა გაღვიძებს. ძილი რომ შეიბრუნო:
ა) აღვიძებ და სთხოვ, გვერდი იცვალოს - 5;
ბ) თავზე ბალიშს იფარებ ან სხვა ოთახში გადიხარ - 3;
გ) წარმოსახულ მატარებლებს თვლი - 1.
7-15 ქულა - ცოლი
აბსოლუტურად მზად ხარ ოჯახური ცხოვრებისთვის. პასუხისმგებლობის გრძნობა და კომპრომისებზე წასვლის უნარი შენი უმთავრესი თვისებებია. თუმცა არ ღირს ყველა პრობლემის ზურგზე წამოკიდება. დაე, მანაც იტვირთოს ზოგიერთი საოჯახო საქმე. არ დაგავიწყდეს, რომ სახლის ისტერიული ლაგება, სადილების კეთება და ღვეზელების ცხობა ოჯახური ურთიერთობისთვის მთავარი სულაც არ არის.
15-25 ქულა - საცოლე
დარწმუნებული ხარ, რომ მამაკაცის მთავარი ამოცანა ქალზე ზრუნვაა. ძალიან ბევრს მოითხოვ მისგან, მაგრამ იცოდე, სასიამოვნოა არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც. ბევრი რამ გაღიზიანებს შენს რჩეულში, მაგრამ მეტი მოთმინება გამოიჩინე და სამაგიეროდ, ბევრს მოიგებ.
25-35 ქულა - მეგობარი
დამოუკიდებლობა არაჩვეულებრივი თვისებაა, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ის ზოგჯერ უადგილოა. შენი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ უნარი არ შეგწევს, ან არ გსურს, პარტნიორს რაიმე დაუთმო. დაფიქრდი, იქნებ ის შენი ოცნების რაინდი სულაც არ არის? მაშინ დროულად იმოქმედე - ნუღარც მას აწვალებ და ნურც თავს იწვალებ.