ყოველი ჩვენთაგანისათვის სიყვარულისა და სექსის თემა მნიშვნელოვანია.თუ გაინტერესებთ რამდენად ერკვევით ამ საკითხებში უპასუხეთ ფსიქოლოგების, სოციოლოგებისა და სექსოლოგების მიერ შედგენილი ტესტის კითხვებს.
1. რა ასაკში აღწევს მამაკაცის პოტენცია უმაღლეს დონეს?
ა) 17-დან 21 წლამდე;
ბ) 21-დან 30 წლამდე;
გ) 30-დან 37 წლამდე.
2. დაახლოებით რა ასაკში აღენიშნებათ ქალებს ძლიერი სექსუალური მოთხოვნილება?
ა) 17-დან 21 წლამდე;
ბ) 21-დან 30 წლამდე;
გ) 30-დან 37 წლამდე.
3. არსებობს თუ არა ბავშვობის პერიოდში სექსუალური გატაცება?
ა) არა;
ბ) მხოლოდ გარდატეხის ასაკსში;
გ) დიახ.
4. რა თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სექსუალური შეხედულებების ჩამოყალიბებაში?
ა) ჩვენი მშობლების შეხედულებები;
ბ) ჩვენი მეგობრებისა და ახლობლების შეხედულებები;
გ) ჩვენი გამოცდილება.
5. როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუკი მამაკაცი არ აკმაყოფილებს მის სექსუალურ მოთხოვნილებებს?
ა) უნდა გამოიჩინოს მამაკაცის მიმართ განსაკუთრებული სინაზე;
ბ) არ გაამახვილოს ყურადღება ამ საკითხზე;
გ) დაელაპარაკოს თავისი სურვილების შესახებ პარტნიორს.
6. რამდენად უსაფრთხოა ეგრეთწოდებული ,,უსაფრთხო"" დღეები?
ა) აბსოლუტურად უსაფრთხოა;
ბ) საკმაოდ უსაფრთხოა;
გ) არ არის უსაფრთხო.
7. რა შეიძლება იყოს ქალის ფრიგიდულობის (სექსუალური სიცივის) მიზეზი?
ა) საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებებში გაურკვევლობა;
ბ) გენეტიკური მიდრეკილება;
გ) პარტნიორის გამოუცდელობა.
8. რამ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის სექსუალური პოტენციის დაქვეითება?
ა) ფიზიკურმა გადაღლილობამ;
ბ) გონებრივმა დაძაბულობამ;
გ) დადებითმა ემოციებმა.
9. რამდენად სანდოა კონტრაცეპტული აბები?
ა) 85%-ით
ბ) 99%-ით
გ) 100%-ით
10. რა განაპირობებს ორივე პარტნიორის სრულ სიამოვნებას?
ა) მამაკაცის გამოცდილება;
ბ) ქალის გამოცდილება;
გ) ორივე პარტნიორის გამოცდილება.
დაიწერთ 5 ქულა შემდეგი პასუხებისათვის: 1ა, 2გ, 3გ, 4გ, 5გ, 6ბ, 7ა, 8ბ, 9ბ, 10გ.
0-15 ქულა: როგორც ჩანს თქვენს ცხოვრებაში სექსს უმნიშვნელო ადგილი უჭირავს, სამწუხაროდ თქვენ არაფერი იცით ცხოვრების ერთ-ერთ მშვენიერ მხარეზე.
ნუ შეგრცხვებათ პარტნიორს დაელაპარაკოთ იმ თემაზე, რომელიც არც მისთვისაა უმნიშვნელო. თუკი ეს თქვენს ურთიერთობას უკეთესობისაკენ არ შეცვლის, გაფუჭებითაც არაფერს გააფუჭებს.
20-35 ქულა: თქვენ მიეკუთვნებით იმ უმრავლესობათა რიცხვს, რომლისთვისაც სექსი არც თუ ისე უმნიშვნელო მოვლენაა, მაგრამ მის ხარისხს დიდ ყურადღებას არ აქცევს.
თუკი თქვენ ამ საკითხს შემოქმედებითად მიუდგებით, თქვენც და თქვენი პარტნიორიც ბევრად მოგებული და კმაყოფილი დარჩებით. ამ თემის ხშირი განხილვა ორივესთვის სასარგებლო აღმოჩნდება. ეცადეთ თქვენი სიყვარული კულმინაციურ დონემდე აიყვანოთ.
40-50 ქულა: სიყვარული და სექსი, სექსი და სიყვარული, ეს არის თქვენი გატაცება. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ადამიანურ, მიწიერ ბედნიერებას ეს ფაქტორები განაპირობებენ.
თქვენი სურვილია, რომ ყოველი ფიზიკური სიახლოვე იყოს დაუვიწყარი და განუმეორებელი. არაფერი გატკენთ გულს ისე, როგორც მონოტონური, ერთფეროვანი სექსი და ცალმხრივი სიყვარული.