დააკვირდი ნახატს. ორი ბიჭი ცდილობს მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას და ვერ ახერხებს. დაეხმარე ბავშვებს და დაუხატე ხიდი. საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფერის ხიდს დაუხატავ.
1. წითელს;
2. ლურჯს;
3. ყავისფერს;
4. მწვანეს;
5. რუხს;
6. შავს.
ტესტის ინტერპრეტაცია:
1. შენი არჩევანი – წითელი. ზედმეტად ჯიუტი ხარ. შუა გზაში საქმის მიტოვება – შენი სტილი არ არის. ადამიანებთან ურთიერთობაში უკიდურესობაში ვარდები, მათდამი დამოკიდებულებას პირდაპირ და აშკარად გამოხატავ. ზოგიერთების მიმართ ძალიან თბილი ხარ, ზოგის მიმართ მოსიყვარულე და მეგობრული, ხოლო ზოგიერთთან – უხეში, მკაცრი და უტაქტოც კი ხარ. თუმცა მეგობრები სწორედ ამ პირდაპირობისთვის გაფასებენ და ისეთი უყვარხართ, როგორიც ხარ.
2. შენი არჩევანი – ლურჯი. კეთილი და რბილი ხასიათის მქონე ხარ, რომანტიკული და მეოცნებე. ცხოვრების დინებას მიჰყვები და საკუთარი გრანდიოზული სურვილები არ გაქვს. ექსტრემალური სიტუაციები გაშინებს. ოცნებობ სიმშვიდეზე, ჰარმონიულობასა და საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნაზე.
3. შენი არჩევანი – ყავისფერი. სერიოზული და შრომისმოყვარე ადამიანი ხარ. არ გიყვარს დადგენილი წესების დარღვევა. ყოველთვის პასუხს აგებ საკუთარ ქმედებებზე, სიტყვებსა და შესრულებულ დავალებაზე. ასეთებზე ამბობენ: ის – კეთილსინდისიერი და წესიერი ადამიანიაო. კარგი იქნება, ამ ყველაფერს თუ დაემატება ცოტა მოქნილობა, ფართო თვალსაწიერი და ფანტაზიების გარკვეული დოზა მაინც.
4. შენი არჩევანი – მწვანე. შემოქმედებითი ადამიანი ხარ. უცნაური ნივთები, უჩვეულო მოვლენები იპყრობს შენს ყურადღებას. გიტაცებს ადამიანების გამომგონებლური ნიჭი, ორიგინალური ინტერესები და კარგი გემოვნება. არ გაგიჭირდება სიტუაციიდან არასტანდარტული გამოსავლის პოვნა, არატრივიალური რჩევის მიცემა ან მეგობრების ორიგინალური იდეებით გართობა.
5. შენი არჩევანი – რუხი. გარშემომყოფების სიკეთისა და სისუფთავის რწმენა – აი, შენი განმასხვავებელი თვისება. ხანდახან გიყვარს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და ხასიათის ცვლილების მიხედვით სიტუაციის შეცვლაც. ერთხელაც შესაძლოა, უკუღმა იმიტომ მოიქცე, რომ უბრალოდ, სურვილი გაგიჩნდეს, მავნებლობა ჩაიდინო. შენს დუმილს ხშირად გარშემომყოფები ამბიციურობაში გითვლიან.
6. შენი არჩევანი – შავი. ხანდახან კარგად გაქვს მორგებული არხეინი და მშვიდი ადამიანის ნიღაბი. ყველანაირად ცდილობ, გარშემომყოფებისგან დამალო საკუთარი ემოციები, რადგან შიშობ, რომ ისინი ამას სისუსტეში ჩაგითვლიან. თუნდაც ხუმრობდე ან იღიმოდე, ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რას გრძნობ იმ მომენტში სინამდვილეში. ჩაკეტილობა და მოთოკილი ბუნება – ეს არის ძირითადი პრინციპები, რომლებსაც თითქმის არასოდეს ღალატობ.