არაერთი თეორია არსებობს ადამიანის სახელის გავლენაზე მის ხასიათზე. ზოგიერთი სპეციალისტი კი ამტკიცებს, რომ თითოეულ ჩვენგანზე ბევრის გაგებაა შესაძლებელი ჩვენი სახელის ინიციალის მიხედვით.
მეცნიერთა კვლევების მიხედვით, ჩვენი სახელების პირველ ასოს შემდეგი მნიშვნელობები აქვს:
ა - ძალაუფლება, სიძლიერე.
ბ - დიდი გრძნობის უნარი.
გ - იდუმალება.
დ - კომუნიკაბელურობა, ადამიანების მიზიდვის უნარი.
ე - მობილიზების უნარი, სიცოცხლისუნარიანობა.
ვ – არასაიმედოობა, უსისტემობა.
ზ – მუდმივი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, მატერიალური სირთულეები.
თ – ინტელიგენტურობა, შემოქმედებითობა.
ი – შთამბეჭდაობა, დაძაბულობა.
კ – დიდი მოთხოვნები და მათი მიღწევისას მკვეთრად გამოხატული ნერვიულობა.
ლ – ჰარმონიულობა, ლოგიკა, გამომგონებლობის ნიჭი.
მ - შრომისმოყვარეობა და პედანტურობა.
ნ – დიდი ენერგია და შემოქმედებითი ამბიცია.
ო – ემოციურობა, უსაფუძვლო ვნებათაღელვა.
პ – მოკრძალებულობა, ადამიანებთან ურთიერთობისას დისტანცია, მარტოსულობა.
ჟ – საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ყოყმანი.
რ – მუდმივი დაძაბულობა, ძლიერი ემოციურობა.
ს – ხშირი დეპრესიები, ნერვოზულობა, დათრგუნული ხასიათი.
ტ – გამუდმებული ძიება, იდეალისკენ ლტოლვა.
უ – გამძაფრებული ინტუიცია, შიშისა და შფოთვისკენ მიდრეკილება.
ფ – სინაზე, ყველანაირ გარემოსთან შეგუების უნარი.
ქ - ინტელექტუალობა, შემოქმედებითი ამბიციები.
შ – ეჭვიანობა, უკომპრომისობა.
ც – შინაგანი განცდების მძაფრად გამოხატვის უნარი.
ჩ – ერთგულება.
ჯ - ფსიქოლოგიური წონასწორობის ძიება.
ხ – მგრძნობიარე ხასიათი, სექსუალური პრობლემები.