ყველას სურს, დღეგრძელი იყოს, მაგრამ ბედი ყველას როდი უღიმის... გულწრფელად უპასუხეთ კითხვებს. საწყისი რიცხვია 72, რომელსაც თქვენ მიერ დაგროვებული ქულები უნდა გამოაკლოთ ან მიუმატოთ. ანუ დაგჭირდებათ ელემენტარული არითმეტიკა.
1) ქალები მამაკაცებზე საშუალოდ 7 წლით მეტს ცოცხლობენ. ასე რომ, 72-ს მიუმატეთ 4.
2) თუ მილიონიან ქალაქში ცხოვრობთ, გამოაკელით 2.
3) თუ ცხოვრობთ დასახლებულ პუნქტში, რომლის მოსახლეობაც 10 ათას კაცს შეადგენს, მიუმატეთ 2.
4) თუ კვირაში ხუთჯერ ნახევარ საათს მაინც ვარჯიშობთ, მიუმატეთ 4 წელი, თუ ორი-სამჯერ, მაშინ 2.
5) თუ გათხოვილი ხართ ან დაქორწინებას აპირებთ, მიუმატეთ 5 წელი, თუ არა, 25 წლიდან მოყოლებული, ყოველ 10 წელიწადზე გამოაკელით თითო წელი.
6) დღე-ღამეში ათ საათზე მეტი თუ გძინავთ, 4 გამოაკელით, თუ 7-8 საათი, არაფერი გამოაკლოთ.
7) თუ ცუდად გძინავთ, გამოაკელით 3 წელი.
8) ნერვიული, ფიცხი, აგრესიული თუ ხართ, კიდევ 3 წელი გამოაკელით; თუ მშვიდი და გაწონასწორებული ბრძანდებით, მაშინ მხოლოდ - 2.
9) თუ ბედნიერი ხართ, მიუმატეთ 1, თუ თავს უბედურად გრძნობთ, გამოაკელით 2.
10) თუ გამუდმებით არ გყოფნით ფული და ზედმეტი შემოსავლის ძებნაში ხართ, გამოაკელით 2.
11) საშუალო განათლება თუ მიიღეთ, მიუმატეთ 1, თუ უმაღლესი - მაშინ 2, ხოლო პენსიაზე მყოფებმა - 3.
12) თუ თქვენმა ბებიამ ან ბაბუამ 85 წლამდე იცოცხლეს, 2 წელი მიუმატეთ, თუ ორივემ ამ ხანს მიაღწიეს - 4 წელი. თუ ერთ-ერთი მათგანი ინსულტისგან, ინფარქტისგან ან სიმსივნისგან გარდაიცვალა, მაშინ 3 წელი გამოაკელით.
რიცხვი, რომელსაც მიიღებთ, იმ სავარაუდო ასაკსზე მიგანიშნებთ, რომელსაც უთუოდ მიაღწევთ, ხოლო თუ სიცოცხლის გახანგრძლივება გსურთ, საკუთარ თავზე მეტად იზრუნეთ და მავნე ჩვევებზე უარი თქვით.