გთავაზობთ 4 ძალიან მარტივ დავალებას, რომლის შესასრულებლადაც დაგჭირდებათ კალამი, ფურცელი და… ხელები. მაშ ასე...
1) გადახლართეთ თითები ისე, როგორც პირველ სურათზეა ნაჩვენები.
თუ ზევით მარცხენა ხელის ცერა თითი აღმოჩნდა, ფურცელზე დაწერეთ სიმბოლო L, თუ პირიქით - სიმბოლო R.
2) დაუმიზნეთ "იარაღი" უჩინარ სამიზნეს.
თუ მარცხენა თვალით უმიზნებთ და მარჯვენას ხუჭავთ, დაწერეთ სიმბოლო L, თუ პირიქით - სიმბოლო R.
3) გადააჯვარედინეთ ხელები მკერდზე.
თუ მარცხენა ხელის მტევანი ზევით მოხვდა, დაწერეთ სიმბოლო L, თუ მარჯვენა - სიმბოლო R.
4) დაუკარით ტაში.
თუ თქვენ მარცხენა ხელს ურტყამთ მარჯვენას, დაწერეთ სიმბოლო L, თუ პირიქით სიმბოლო - R.
წაიკითხეთ შედეგები:
RRRR - 100%-ით მემარჯვენე. კონსერვატი, სტერეოტიპებისადმი ორიენტირებული და უკონფლიქტო.
RRRL - თქვენი ხასიათის საკმაოდ მკვეთრი მახასიათებელია მერყეობა.
RRLR - ძალიან კონტაქტური, თავდაჯერებული, არტისტული, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული.
RRLL - იშვიათი შეხამებაა. წინა ფსიქოტიპს ჰგავს, თუმცა უფრო შერბილებული ხასიათით.
RLRR - ანალიტიკური აზროვნება. რთულად ეგუებით ყოველგვარ ახალს, ურთიერთობებში ფრთხილი ხართ, შესაშური მოთმინების უნარი გაქვთ, თუმცა ოდნავ ცივი ხართ.
RLRL - ყველაზე იშვიათი შეხამებაა. ამ ფსიქოტიპისთვის დამახასიათებელია უსუსურობა, სხვადასხვა ადამიანის გავლენის ქვეშ მარტივად ექცევა.
LRRR - ხშირი შეხამებაა. დამახასიათებელია ემოციურობა, მიზანსწრაფულობის ნაკლებობა, მეგობრულობა და კონტაქტში ადვილად შესვლის უნარი.
LRRL - წინა შემთხვევასთან შედარებით, უფრო რბილი ხასიათი, მიამიტობა.
LLRR - მეგობრულობა და თავისუფლება, გაფანტულობა და თვითანალიტიკური.
LLRL - მიმნდობობა და ხასიათის სიმარტივე.
LLLR - ემოციურობა, ენერგიულობა და თავდაჯერებულობა.
LLLL - 100%-ით მემარცხენე. ანტიკონსერვატიული ხასიათი. ძველისთვის ახლებურად შეხედვის უნარი. ძლიერი ემოციურობა, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი.
LRLR - ხასიათის ყველაზე ძლიერი ტიპი. მიზნისკენ ენერგიული სწრაფვა. საკუთარ აზრზე მყარად დგომის უნარი.
LRLL - სირთულეები მეგობრების შეძენისას. წააგავს წინა ტიპს.
RLLR – რბილი, დამთმობი ბუნება. გაურბის კონფლიქტებს. ხშირად იცვლის გატაცებებს.
RLLL - დამოუკიდებლობა და ხასიათის ხშირი ცვალებადობა. ყველაფრის თავისი ძალებით კეთების სურვილი.