თუ გსურთ, საკუთარ თავზე მეტი გაიგოთ, გაიარეთ ტესტი ციფრებით.
ყოველი ჯგუფიდან ამოირჩიეთ თითო ციფრი:
1,2,3,4 – თქვენი დამოკიდებულება ფულთან;
5,6,7,8 – თქვენი დამოკიდებულება სიყვარულთან;
9,10,11,12 – თქვენი დამოკიდებულება სამსახურთან;
13,14,15,16 – როგორ აღგიქვამენ ადამიანები;
ტესტის შედეგები:
1,2,3,4 – ფულთან დამოკიდებულება:
თუ ამ ჯგუფიდან აირჩიეთ ციფრი "1" – თქვენ ყოველთვის ბევრი ფული გაქვთ, იმდენად ბევრი, რომ არც კი იცით, საიდან გაქვთ ამდენი. ჯიბეში ხელს ჩაიყოფთ და იქ ფულია, გახსნით აფთიაქის ყუთს და იქაც ფულია, სარეცხის მანქანაში და მანქანის საბარგულშიც კი ფულს პოულობთ.
თუ თქვენ აირჩიეთ ციფრი "2" – ფული იმდენი გაქვთ, რამდენის დახარჯვაც შეგიძლიათ... და პრინციპში, ხარჯვითაც იმდენს ხარჯავთ, რამდენი ფულიც გაქვთ.
თუ პირველი ჯგუფიდან აირჩიეთ ციფრი "3" – ფული არ გაქვთ, არასოდეს გაქვთ, ხოლო ის, რაც დევს ბანკში, ასევე მუთაქებში, სეიფში, ვაზაში, წიგნებში, ასევე მარცხენა ჩუსტის ძირში – ეს ფული არ არის, ეს უბრალოდ – ხურდაა...
თუ აირჩიეთ ციფრი "4" – გამოუსწორებელი მფლანგველი ხართ. თითქოს ფული სულ გაქვთ, მაგრამ ის თვალსა და ხელს შუა გიქრებათ...
5,6,7,8 – თქვენი დამოკიდებულება სიყვარულთან
თუ ამ ჯგუფიდან აირჩიეთ ციფრი "5" – სიყვარულში ძაღლივით ერთგული და თავდადებული ხართ, თუმცა ხანდახან ყეფის გარეშეც არ შეგიძლიათ.
თუ აირჩიეთ ციფრი "6" – თქვენ სიყვარულში კატასავით ხართ: ალერსიანი, მაგრამ დამოუკიდებელი და ხან ისე იკარგებით, რომ თქვენს კვალსაც ვერავინ აგნებს.
თუ თქვენ აირჩიეთ ციფრი "7" – სიყვარულში ფუტკარს ჰგავხართ, შრომისმოყვარე და მზრუნველი, მაგრამ ბზუილიც გიყვართ და კბენაც შეგიძლიათ. თუმცა თქვენი შხამი სასარგებლოა – სამკურნალო თვისებები გააჩნია!
თუ თქვენ აირჩიეთ ციფრი "8" – თქვენ სიყვარულში მაიმუნს ჰგავხართ, დაუცხრომელი და გაუმაძღარი... მაგრამ – ძალიან მხიარული... და შეგიძლიათ გულიანად იცინოთ ყველაზე არაშესაფერის მომენტშიც კი.
9,10,11,12 – სამსახურთან დამოკიდებულება
თუ თქვენ ამ ჯგუფიდან აირჩიეთ ციფრი "9" – თქვენ მანიაკალურად მშრომელი ხართ... სულ შრომობთ და შრომობთ: დილიდან დაღამებამდე, ღამიდან დილამდე, არც ჭამა გახსენდებათ და არც სმა, მხოლოდ სამუშაოთი საზრდოობთ და ეს უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ.
თუ თქვენ აირჩიეთ ციფრი "10" – თქვენი ცხოვრების დევიზია: "სამუშაო არსად გაიქცევა". სამუშაოს დაწყებას არასოდეს ჩქარობთ იმ იმედით, რომ საქმე არსად გაიქცევა – იქვე დაგხვდებათ.
თუ თქვენ აირჩიეთ ციფრი "11" – თქვენ სამუშაოს გარეშე ჩაგეძინებათ! თუმცა, სამუშაოს დროსაც სულ გეძინებათ, ხოლო სამუშაოს შესრულების შემდეგ ხომ გძინავთ და გძინავთ...
თუ თქვენ აირჩიეთ ციფრი "12" – მოწოდებით არტისტი ხართ – მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ იმუშაოთ, როცა ვინმე გიყურებთ; ხოლო როგორც კი მიხვდებით, რომ აღარავინ გიცქერთ, მაშინვე წყვეტთ მუშაობას...
13,14,15,16 – როგორ გხედავენ ადამიანები
თუ თქვენ ამ ჯგუფში აირჩიეთ ციფრი "13" – ყველა თქვენთან მოდის გასაჭირით, პრობლემებით, პრეტენზიებით. თქვენ კი ყველას უსმენთ და ეხმარებით, არ იშურებთ რჩევებს, თანაგრძნობას და სახსრებს, რომ დაეხმაროთ, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანებს.
თუ თქვენ აირჩიეთ ციფრი "14" – ყველაზე ყველაფერი იცით და ყველა კითხვაზე გაქვთ ამომწურავი პასუხი. საკმარისია პირი გააღოთ, რომ ყველანაირი რადიოსა თუ ტელევიზორის ხმას ახშობთ. ინტერნეტი ხომ საერთოდ, თქვენი უმცროსი ძმაა, მასზე ბევრად მეტი იცით!
თუ თქვენ აირჩიეთ ციფრი "15" – კომპანიის სული და გული ხართ, უკანასკნელ პერანგსაც გაიხდით, თუ ვინმეს სჭირდება. ნებისმიერ თავშეყრას გაამხიარულებთ, ამიტომაც ყველას უყვარხართ!
თუ თქვენ აირჩიეთ ციფრი "16" – მომხიბვლელი, ამაყი და თავდაჭერილი ხართ. ყველასგან შორს გიჭირავთ თავი, არავის უშვებთ ახლოს, გარდა კარგად გამოცდილი მეგობრებისა!