გადავწყვიტეთ, ფსიქოლოგების, სოციოლოგების და სექსოლოგების მიერ შედგენილი ტესტები ცნობილ ქართველ მანდილოსნებს შეევსოთ. ნუკი კოშკელიშვილის გარდა, ტესტის "რა იცით სექსის შესახებ" შევსებაზე ცნობილმა მანდილოსნებმა უარი განაცხადეს.
თუმცა საუბრის დასაწყისში ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ: ვთხოვ მკითხველს, სერიოზულად არ აღიქვას ჩემი პასუხები, რადგან არ ვარ პროფესიონალი და უბრალოდ, ჩემს აზრს გამოვთქვამ.
1. რა ასაკში აღწევს მამაკაცის პოტენცია უმაღლეს დონეს?
ა) 17-დან 21 წლამდე;
ბ) 21-დან 30 წლამდე;
გ) 30-დან 37 წლამდე.
2. დაახლოებით რა ასაკში აღენიშნებათ ქალებს ძლიერი სექსუალური მოთხოვნილება?
ა) 17-დან 21 წლამდე;
ბ) 21-დან 30 წლამდე;
გ) 30-დან 37 წლამდე.
3. არსებობს თუ არა ბავშვობის პერიოდში სექსუალური გატაცება?
ა) არა;
ბ) მხოლოდ გარდატეხის ასაკში;
გ) დიახ.
4. რა თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სექსუალური შეხედულებების ჩამოყალიბებაში?
ა) ჩვენი მშობლების შეხედულებები;
ბ) ჩვენი მეგობრებისა და ახლობლების შეხედულებები;
გ) ჩვენი გამოცდილება.
5. როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუკი მამაკაცი არ აკმაყოფილებს მის სექსუალურ მოთხოვნილებებს?
ა) უნდა გამოიჩინოს მამაკაცის მიმართ განსაკუთრებული სინაზე;
ბ) არ გაამახვილოს ყურადღება ამ საკითხზე;
გ) დაელაპარაკოს თავისი სურვილების შესახებ პარტნიორს.
6. რამდენად უსაფრთხოა ეგრეთ წოდებული ,უსაფრთხო დღეები?
ა) აბსოლუტურად უსაფრთხოა;
ბ) საკმაოდ უსაფრთხოა;
გ) არ არის უსაფრთხო.
7. რა შეიძლება იყოს ქალის ფრიგიდულობის (სექსუალური სიცივის) მიზეზი?
ა) საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებებში გაურკვევლობა;
ბ) გენეტიკური მიდრეკილება;
გ) პარტნიორის გამოუცდელობა.
8. რამ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის სექსუალური პოტენციის დაქვეითება?
ა) ფიზიკურმა გადაღლილობამ;
ბ) გონებრივმა დაძაბულობამ;
გ) დადებითმა ემოციებმა.
9. რამდენად სანდოა კონტრაცეპტული აბები?
ა) 85%-ით
ბ) 99%-ით
გ) 100%-ით
10. რა განაპირობებს ორივე პარტნიორის სრულ სიამოვნებას?
ა) მამაკაცის გამოცდილება;
ბ) ქალის გამოცდილება;
გ) ორივე პარტნიორის გამოცდილება
ნუკის მიერ გაცემული პასუხების შედეგი ასეთია: 20-35 ქულა: თქვენ მიეკუთვნებით იმ უმრავლესობის რიცხვს, რომლისთვისაც სექსი არცთუ ისე უმნიშვნელო მოვლენაა, მაგრამ მის ხარისხს დიდ ყურადღებას არ აქცევს.
თუკი თქვენ ამ საკითხს შემოქმედებითად მიუდგებით, თქვენც და თქვენი პარტნიორიც ბევრად მოგებული და კმაყოფილი დარჩებით. ამ თემის ხშირი განხილვა ორივესთვის სასარგებლო აღმოჩნდება. ეცადეთ, თქვენი სიყვარული კულმინაციურ დონემდე აიყვანოთ.