გერმანიაში არსებობს ტესტი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამართალდამცავებმა საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს.
ტესტში ძალიან სახალისო კითხვებია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. საინტერესოა, შეძლებთ თუ არა, გასცეთ მათზე პასუხები:
1. წელიწადის ზოგიერთი თვე 30-დღიანია, ზოგი – 31-იანი. წელიწადის რამდენ თვეშია 28 დღე?
2. რისი ნახვაა შესაძლებელი დახუჭული თვალებით?
3. რა არ იწვის ცეცხლში და არ იძირება წყალში?
4. რა უნდა მოიმოქმედო, თუ მწვანე ადამიანი დაინახე?
5. დაასახელე კვირის 5 დღე ისე, რომ არ გამოიყენო ციფრები (2, 3, 4...)
6. რომელი ჭურჭლიდან არ შეიძლება არაფრის შეჭმა, დალევა?
7. რომელ კითხვაზე ვერ გასცემ პასუხს "არა"?
8. რამდენია 2+2X2?
უპასუხე?
თუ ვერ, იხილე პასუხები:
1. ყველა თვეში;
2. სიზმრების;
3. ყინული;
4. გადახვიდე გადასასვლელზე (ეს არის ნახატი მწვანე შუქნიშანზე);
5. გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ.
6. ცარიელი ჭურჭლიდან
7. ცოცხალი ხარ?
8. ექვსი.