მშობლის ტვირთს ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს და ეკიდება. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურია ის მიდგომა და პასუხისმგებლობის დონეც, რასაც ჩვენ ჩვენი შვილების მიმართ ვიჩენთ.
ზოგს სიმკაცრე მიაჩნია აღზრდის უმთავრეს პრინციპად, ზოგს – ლოიალურობა, ზოგი კი შვილებს მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს. მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ როგორი მშობლები არიან ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანები.
ვერძი - მეგობრული მშობელია. ბავშვებს არასოდეს უზღუდავს თავისუფლებას და ცდილობს, მათგან დამოუკიდებელი ინდივიდები გაიზარდონ.
კურო - მზრუნველი და ყურადღებიანი მშობელია, თუმცა ცოტა მკაცრი და კონსერვატორი. მისთვის მთავარია, შვილები მატერიალურად უზრუნველყოფილი ჰყავდეს.
ტყუპი - მეგობრული, თუმცა ოდნავ ზედაპირული მშობელია. მისთვის მთავარია შვილებთან მენტალური კონტაქტი. იგი ბავშვებთან ყოველთვის პოულობს საერთო ენას.
კირჩხიბი - შვილებზე გადაყოლილი და ყველაზე ყურადღებიანი მშობელია. მისთვის შვილები ცხოვრების აზრს წარმოადგენენ და იგი მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერი საუკეთესო მისცეს მათ.
ლომი - მოსიყვარულე, მაგრამ საკმაოდ მკაცრი მშობელია. მას მოსწონს ავტორიტეტის როლი შვილებთან. თუმცა ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვები ფუფუნებაში გაზარდოს.
ქალწული - ყურადღებიანი, მზრუნველი და მკაცრი მშობელია. მისთვის მთავარია, ბავშვები წესრიგსა და რეჟიმში ცხოვრებას მიაჩვიოს. ყოველთვის არის საკუთარი შვილების მეგობარი და თანამოაზრე.
იხილეთ სრულად: astrologi.ge