ეს ტესტი ფსიქოლოგების კვლევებზეა დაფუძნებული და ის უტყუარია. ამოირჩიეთ 9-დან ერთ-ერთი, თქვენთვის სასურველი ფიგურა და წაიკითხეთ შედეგები:
1. ჭკვიანი ქალი
ყველაფერი ისე უნდა იყოს თქვენ ირგვლივ, როგორც თავად გსურთ. არ გიყვართ, როცა ვინმე წესრიგს, გეგმებსა და ჩანაფიქრს გირღვევთ. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანები იქნებიან ესენი თუ მოვლენები.
2. იდეალური ქალი
პერფექციონისტი ხართ და ყოველთვის სრულყოფილებისკენ ისწრაფვით. ცდილობთ, დაიცვათ ეტიკეტის ყველა მოთხოვნა და არ ჩამორჩებით მოდას. მაგრამ წყობილებიდან გამოყავხართ წესების დამრღვევებს.
3. ქალი-დიქტატორი
გსურთ, ყველაფერი აკონტროლოთ. უდავოდ ლიდერი ხართ და მარტივად შეგიძლიათ ხელმძღვანელობა, თუმცა ქვეშევრდომთა სიყვარულს ტყუილად ელოდებით.
4. სათუთი ქალი
ნაზი და კეთილი ქალი ხართ. თქვენ გვერდით ყოფნა – ერთი სიამოვნებაა. შეგიძლიათ შექმნათ კომფორტული გარემო და საოცარი იდილია.
5. პრეტენზიული ქალი
შეგიძლიათ საყვარელ მამაკაცს მთელი ქალაქი მოატაროთ, რომ ღამის სამ საათზე ახირებული ატამი სადაც უნდა, იქ გიშოვოთ. ხოლო, როცა ის, როგორც იქნება, მოგიტანთ ატამს, გამოაცხადებთ, რომ ფორთოხალი გინდოდათ.
6. ჯიუტი ქალი
ძალიან შრომისმოყვარე და ამასთან, ჯიუტი ხართ. ვერაფერში გადაგარწმუნებთ ადამიანი. თუ გადაწყვიტეთ, ქვეყანა რომ გადაბრუნდეს, მაინც იმას გააკეთებთ, რაც გინდოდათ.
7. ქალი-ვარსკვლავი
გამუდმებით თამაშობთ, როგორც ნამდვილი მსახიობი და აღფრთოვანებული მაყურებლის აპლოდისმენტებსაც სულ საჭიროებთ. ტკბებით საკუთარი სიტყვებითა და ქმედებებით და გარშემომყოფებისგანაც აღიარებას ელით. ვარსკვლავი ხართ.
8. მიზანდასახული ქალი
მიზნის მისაღწევად შეიძლება ყველაფერზე წახვიდეთ. როცა საჭიროა, ანგელოზი ხართ და როცა გინდათ, დემონი – გააჩნია, რა შემთხვევაში როგორ ჯობია.
9. მარად ახალგაზრდა ქალი
კეთილი და მგრძნობიარე ქალი ხართ, თქვენს წყენინებას ვერავინ შეძლებს. თქვენ ხომ თავის დაცვაც არ შეგიძლიათ. კარგად მაშინ ხართ, როცა გვერდით საიმედო რაინდი-დამცველი გყავთ. მარად პატარა გოგოდ დარჩებით.