ამოირჩიეთ სამი ფერიდან ერთ-ერთი: მწვანე, იისფერი, ნარინჯისფერი. გადაწყვეტილება უცებ მიიღეთ, დიდხანს არ იფიქროთ და ტესტის შედეგებით გაიგებთ თქვენი ნამდვილი სურვილებისა და იმის შესახებ, თუ რა და ვინ გჭირდებათ ცხოვრებაში.
მაშ ასე, თუ თქვენ აირჩიეთ:
მწვანე
კონსერვატორული, მშვიდი ადამიანი ხართ. თქვენთვის მთავარია, რომ ცხოვრების მეგზურმა შეძლოს უზრუნველყოს თქვენი კომფორტი, სტაბილურობა, შეეძლოს მიზნების დასახვა და მათი განხორციელება.
თქვენთვის იდეალური პარტნიორი – არის მამაკაცი, რომელიც მყარად დგას ფეხზე, დარწმუნებულია საკუთარ თავსა და ხვალინდელ დღეში, ერთი სიტყვით – საიმედოა.
მთელი მისი ცხოვრება დაგეგმილი და აწონ-დაწონილი უნდა იყოს. შესაძლოა, თავდაპირველად ის მოსაწყენადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ შეხედეთ სიტუაციას მეორე მხრიდან: ასეთი მამაკაცის წაქცევა თითქმის შეუძლებელია. მასთან ერთად ოჯახს არასოდეს მოაკლდება კეთილდღეობა და სიმშვიდე. ის – სილამაზის უბადლო შემფასებელია. და რაც მთავარია, მისი პარტნიორი ქალი არასოდეს დაუწყებს ფულს თვლას.
იისფერი
მამაკაცებში, პირველ რიგში, ენერგიულობას აფასებთ. თუმცა, თუ გრძელვადიან ურთიერთობაზე მიდგება საქმე, ზედმეტად აქტიური ადამიანი დაგღლით. თქვენ ხომ თავადაც ენერგიული ხართ, ამიტომაც ერთ სახლში ორი ადამიანი-ფეიერვერკი – ძალიან ბევრი იქნება და გადაჭარბებულიც კი.
თუმცა პასიური და ზედმეტად წყნარი მამაკაცებიც არ შეგეფერებიან. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ცდილობთ პარტნიორის შერჩევას, არის - გარეგნული მომხიბვლელობა. ასევე, თქვენი რჩეული შემოქმედებითად მდიდარი ადამიანიც უნდა იყოს. აუცილებელი არ არის, პროფესიით ხელოვანი იყოს, მთავარია, რომ არაორდინარულად აზროვნებდეს და იყოს რომანტიკული, ფანტაზიორი, მაგრამ ამავე დროს, არაუტოპიურად მეოცნებე – აი, ასეთია თქვენი მამაკაცი.
თქვენ ყოველთვის მის გვერდით იქნებით და ყველა მის წამოწყებას გაამხნევებთ და გააძლიერებთ.
ნარინჯისფერი
კაშკაშა, ქარიზმატული პიროვნება ხართ. ამიტომაც თქვენთვის აუცილებელია ისეთი ცხოვრების მეგზური, რომელიც შესაბამისად შეაფასებს თქვენს ორიგინალურობას. თქვენ გესაჭიროებათ მამაკაცი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი აზრის დაცვა.
"ნარინჯისფერი" ქალებისთვის განსაკუთრებით მნინშვნელოვანია, გვერდით ჰყავდეს მყარი დასაყრდენი. სიტყვებით თამაში, მინიშნებები, ლამაზი კომპლიმენტები და ჟესტები – ყველა ამ ტრიუკს უნდა ფლობდეს თქვენი რჩეული.
თქმაც არ უნდა, რომ თქვენი პარტნიორი გამორჩეული ადამიანი უნდა იყოს, სხვანაირი არ შეგეფერებათ, რამეთუ "ნარინჯისფერ" ქალბატონებს რუხი ფერის, ორდინარული მამაკაცები, უბრალოდ, არ აინტერესებთ. მოემზადეთ მშფოთვარე, თავგადასავლებითა და ვნებებით სავსე ცხოვრებისთვის, რამეთუ მხოლოდ ასეთ ატმოსფეროში იგრძნობთ თავს სრულფასოვან ქალად.