1. თუ ქალი სისტემატურად ისვამს პომადას და საერთოდაც, მაკიაჟიდან მხოლოდ ტუჩსაცხს იყენებს, ის საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნებაა, არასოდეს მოყვება საკუთარ თავზე ზედმეტს და უახლოეს მეგობრებსაც კი არ ეცოდინებათ მის შესახებ ბევრი რამ.
2. თუ ქალი მაკიაჟით აქცენტს თვალებზე აკეთებს, ისვამს მკვეთრი ფერის ჩრდილებს, იხატავს ისრებს და ტუშით იპრეხს წამწამებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სურს, გარშემომყოფები საკუთარ სულში ჩაახედოს. მას არც სახის სილამაზით ყურადღების მიქცევა სურს, არც სხეულის მოხდენილი ფორმებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შინაგანი სამყაროთი.
3. თუ ქალი იყენებს რამდენიმე სახეობის ტონალურ საშუალებას – ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ცუდი სახის კანი აქვს. საქმე ისაა, რომ მას სურს, დაფაროს არც ისე სახარბიელო წარსული და საკუთარი თავი უფრო ლაღად წარმოაჩინოს, ვიდრე სინამდვილეში არის. მარტივად რომ ვთქვათ, უდარდელი გამოჩნდეს.
4. ღაწვის ჩრდილებს ("რუმიანას") უპირატესობას ანიჭებენ 40 წელს გადაცილებული ქალები ან ახალგაზრდები, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო თავს ხანდაზმულად თვლიან. მაგალითად, 29 წლის გოგონა იმ შემთხვევაში წაისვამს ღაწვის ჩრდილს, თუ ფიქრობს, რომ ის აღარავის მოსწონს.
5. მხოლოდ წარბებს იხატავენ მამაკაცური ბუნების ქალები. სქელი და მუქი წარბი ხომ მამაკაცის პრეროგატივაა? ასეთ ქალებს სურთ, ხაზი გაუსვან საკუთარ სიძლიერესა და სიმამაცეს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცონ ძლიერ სქესს, რომ არანაკლებ ძალაუფლებას ფლობენ.
6. თუ ქალს სახეზე მაკიაჟის არანაირი კვალი არ აქვს, კანი სუფთა აქვს, ვარდისფერი, როგორც ჩვილ ბავშვს და რთულია მისი ასაკის დადგენა – გიხაროდეთ: თქვენ წინაშე – ფსიქოლოგიურად ყველაზე გაწონასწორებული ადამიანია. ასეთი ქალი, პრაქტიკულად, უკომპლექსოა, გულწრფელად უყვარს ადამიანები და მთლიანად ცხოვრება.
ასევე იხილეთ:
პომადის ფორმა და ქალის ხასიათი
ქალის ხასიათი ფეხის ზომის მიხედვით
ტესტი: ქალის 8 ტიპი ფეხსაცმლის ქუსლის მიხედვით