დააკვირდით სიმდიდრის გამოსახულების 9 ფოტოს. ინტუიციურად, ზედმეტი დაკვირვების გარეშე, ამოირჩიეთ ერთი (მაქსიმუმ 2) და წაიკითხეთ მნიშვნელობა.
პასუხები:
1. სავარაუდოდ, გულუხვი ადამიანი ხართ, ზომიერად ამბიციური. მუდამ უკეთესობისკენ ისწრაფვით. შეიძლება ითქვას, რომ მუშაობისთვის ხართ დაბადებული.
კოლეგებს უჭირთ თქვენთან ურთიერთობა, რადგან მათაც ისე მაქსიმალურად სთხოვთ მუშაობას, როგორც საკუთარ თავს. თქვენი მიზანია, თქვენ გარშემო არსებული სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. ბევრს უჭირს თქვენი გაგება, მაგრამ მათი აზრი თქვენთვის ღირებულებას არ წარმოადგენს.
2. ორიგინალური ადამიანი ხართ, იუმორის გრძნობით. ეს თვისებები საჭიროც კია ბიზნესში. გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ხშირად ზრუნავთ გარშემო მყოფებზე. პატიოსანი თანამშრომელი ხართ და არც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას გაურბიხართ.
გარშემო მყოფებში ნდობას იწვევთ. ყოველთვის შეგიძლიათ მათი დაინტერესება. მუშაობისას ხშირად იყენებთ ორიგინალურ მეთოდებსა და ინოვაციებს. წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ, თუ წარუმატებლობას ღიმილითა და შრომით შეებრძოლებით.
3. კარგად მოაზროვნე ხართ. თქვენი ფიქრები და იდეები შეუფასებელია. გლობალურად და არასტანდარტულად აზროვნებთ. თეორიებისა და შეხედულებების გააზრება განმარტოებულს გიყვართ. გიყვართ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც უყვარს სწავლა და ფიქრი.
მუდამ ისე იქცევით, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი შეიძლება არ იზიარებდეს თქვენს მოსაზრებას. თქვენი წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ სხვებისგან განსხვავებულად იქცევით და ფიქრობთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფთა აზრს, იმოქმედეთ, წინ, წარმატებისკენ!
4. იმდენად ორიგინალურად აზროვნებთ, რომ ზოგჯერ გარშემო მყოფებს უჭირთ თქვენი გაგება, მაგრამ ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას. ის, რასაც თქვენ დღეს ამბობთ და აკეთებთ, მილიონობით ადამიანისთვის წლების შემდეგ გახდება გასაგები. თქვენ მომავლის ადამიანი ხართ, არასტანდარტული, შემოქმედებითი შეხედულებებით.
თქვენთვის არასოდესაა დაფარული ცხოვრების შავი და თეთრი მხარეები. შეიძლება ითქვას, რომ ემოციური ადამიანი ხართ და ზოგჯერ წარმატების მისაღწევად ემოციების მოთოკვა უნდა შეგეძლოთ.
5. საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. ალბათ, ბავშვობაშიც ხშირად ამბობდით: ”მე თვითონ”. ზუსტად იცით, რისი მიღწევა გსურთ და იბრძვით კიდეც მისთვის. თქვენზე არამარტო საკუთარი, არამედ გარშემო მყოფების ბედიცაა დამოკიდებული. ვერ ვიტყვით, რომ მუდამ გიმართლებთ, წარუმატებლობებიც ხშირად გაქვთ, მაგრამ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც დაბრკოლებებს არ უშინდება და წაქცეული ფეხზე მყარად დგება და აგრძელებს წარმატებისკენ სვლას.
6. ზოგჯერ შეიძლება საბჭოთა პერიოდი გენატრებათ, მაგრამ ნოსტალგია ხელს არ გიშლით, წარმატებული იყოთ ბიზნესში. კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ხართ. უამრავი მეგობარი გყავთ და ყველას დასახმარებლად მზად ხართ. მათ შორის არიან ისეთები, რომელთა დახმარების იმედი თქვენც შეიძლება გქონდეთ. ყოველდღიურად ბიზნესის გაუმჯობესებაზე ფიქრობთ. კოლეგები და პარტნიორები თქვენ გვერდით თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ. შეიძლება სწრაფად ვერ აღწევთ წარმატებას, მაგრამ მიღწეულს დიდხანს ინარჩუნებთ.
7. სტაბილურობა და ორიგინალურობა - აი, თქვენი პრიორიტეტული მიზანი ბიზნესსა და მუშაობისას. არ გიყვართ გარშემო მყოფების განსჯა. მიგაჩნიათ, რომ ყველა ადამიანს წარმატების თავისი გზა აქვს. ინტერესით აკვირდებით კონკურენტებისა და კოლეგების მუშაობას და გულით გიხარიათ მათი წარმატება. პოზიტიური აზროვნება და იუმორის გრძნობა ურთულეს მომენტშიც კი გიადვილებთ პრობლემებთან გამკლავებას. მშვიდად და დაკვირვებულად მუშაობთ. აჩქარება არ გიყვართ. გიყვართ დროს ტარება, მაგრამ არა საქმისა და სამუშაოს საზიანოდ. გახსოვდეთ, დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, წარმატებას მაინც მიაღწევთ.
8. ისეთი არ ხართ, როგორც ყველა და არც არასტანდარტული აზროვნება შეგიძლიათ. ენერგიული, მხიარული და პოზიტიური ადამიანი ხართ, რომელიც ნებისმიერი დაბრკოლებიდან ჭკუას სწავლობს და წინ, გამართული ნაბიჯებით მიიწევს წარმატებისკენ.
გიყვართ თავგადასავლები და ამით ხშირად აკვირვებთ გარშემო მყოფებს, მაგრამ მუშაობისას უღალატო და მიზანსწრაფული ხართ. თუ რაიმემ დაგაინტერესათ, ვერ მოისვენებთ, სანამ ბოლომდე არ გაერკვევით. თუ თქვენს შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებთ, კონკურენტებსაც ჩამოიცილებთ და წარმატებასაც მიაღწევთ.
9. რისკის სანაცვლოდ დაფიქრებულ და გააზრებულ ნაბიჯებს დგამთ. ოპტიმიზმით ხართ აღსავსე და ხშირადაც აღწევთ წარმატებას. ამაყობთ წარსული წარმატებებით. დაბრკოლებებს არ უშინდებით და დასახული მიზნისკენ პატარა, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიიწევთ.
არ ცხოვრობთ ილუზიებში, საღად აზროვნებთ. არასდროს ამბობთ, რომ გვიანია და მუდამ მზად ხართ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დახასიათება წარმატებას მოგიტანთ, თუ უკვე არ ხართ წარმატებული...