ვიღაც ქალის ხასიათს ქალის საუბრის მანერით, ჩაცმის სტილით ამოიცნობს, ზოგიც სიარულის მანერით.
ჩვენ კი შევეცადეთ ფეხსაცმლის მიხედვით ამოგვეცნო ქალის ხასიათი და აბა, გადაამოწმეთ, რამდენად ემთხვევა ქალის მიერ არჩეული ფეხსაცმელი მის გუნებაგანწყობას.
მაღალი ქუსლი - ასეთ ფეხსაცმელს ის ქალი ატარებს, ვისაც საკუთარ თავის დაბალი შეფასება აქვს. მაღლქუსლიანი ფეხსაცმლით იგი ყველასა და ყველაფერზე ამაღლებს საჭიროებს, რათა საკუთარ თავში დარწმუნებული ქალის იმიჯი შეიქმნას. თუმცა, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს სექსუალური გოგონებიც იცვამენ. მათი მიზანია საზოგადოებას დაანახვონ თავიანთი მომხიბვლელობა და სექსუალურობა.
წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი - ფლირტის მოყვარულთა საყვარელი ფეხსაცმელია. მათ არ უჭირთ საწინაღმდეგო სქესთან გაცნობა, საუბრის გაბმა. თუმცა, თუ მამაკაცმა დაღალა თავისი საზოგადოებით, წვრილქუსლიანი ფეხსაცმლით არც შორ მანძილზე გაქცევა გაუჭირდებათ. ისინი ძალიან დახვეწილი და ქალური ნატურები არიან.
მაღალძირიანი პლატფორმა - ფსიქოლოგების აზრით, ასეთ ფეხსაცმელს საკუთარ სიმართლეში, უპირატესობაში დარწმუნებული ქალი იცვამს. მათ არ უყვართ, როცა ეკამათებიან, მიაჩნიათ, რომ მუდამ მართლები არიან და ბოლომდე, ნებისმიერ სიტუაციაში, ინარჩუნებენ საკუთარ აზრს. ისინი ამოუცნობები არია და მათთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ.
დაბალძირიანი პლატფორმა - რომანტიკული და ამყოლი ხასიათის გოგონების საყვარელი ფეხსაცმელია. დაისახავ ხოლმე მიზანს და იბრძვიან მის მისაღწევად: სწავლაში, კარიერაში, სიყვარულში. არ უყვართ კომფლიქტი, ნებისმიერ უსიამოვნებას მშვიდობიანად აგვარებენ.
"ტანკეტკა" - "ღრუბლებში მოფარფატე" ქალების საყვარელი ფეხსაცმელია. უმნიშვნელო უსიამოვნების გამოც კი უფუჭდებათ განწყობა, შეიძლება დეპრესიაშიც ჩავარდნენ.
სქელძირიანი ფეხსაცმელი - ასეთი ფეხსაცმელი აცვია ქალს, რომელიც ცდილობს ყველგან ყველაფერი მოასწროს. სამსახურის საქმეების მიუხედავად იყოს მოსიყვარულე და მზრუნველი ცოლი, დედა და უნაკლო დიასახლისი. ასეთ ქალებს ყველა აფასებს და პატივს სცემს.
სპორტული ფეხსაცმელი - ცვალებადი ხასიათის ქალის საყვარელი ფეხსაცმელია. ხშირად კონსერვატიული შეხედულებები აქვს. აფასებს კომფორტსა და მოხერხებულობას. არ უჭირს გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა.
ურთიერთობაში მუდამ გახსნილი და ხალისიანია. თუმცა, ეს არ იხება იმ ქალბატონებს, რომლებსაც სპორტული ფეხსაცმელი მხოლოდ ვარჯიშის დროს აცვიათ, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი შეიძლება ნებისმიერ ზემოჩამოთვლილ ფეხსაცმელს იცვამდნენ.
დაბოლოს, თუ ქალის გარდერობში სხვადასხვა სტილისა და ფასონის ფეხსაცმელა, იგი მრავალფეროვანი ადამიანია და მის გვერდით არავინ მოიწყენს.