იაპონელი დიზაინერი ნაბუიუკი კაიაჰარი – ავტორია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტესტის, რომელიც ტვინის დომინანტი ნახევარსფეროს განსაზღვრაში გვეხმარება.
ოპტიკურ ილუზიაზე დაფუძნებული ტესტი "Silhouette Illusion", ცნობილი ასევე სახელწოდებით "მბრუნავი გოგონა", ადამიანებს ეხმარება გაარკვიონ, ტვინის რომელი ნახევარსფერო უფრო განვითარებული აქვთ. დამატებით, ეს ტესტი თქვენი ინტელექტის კოეფიციენტსაც განსაზღვრავს.
დააკვირდით გოგონას გამოსახულებას. რომელ მხარეს ტრიალებს ის?
თუკი გგონიათ, რომ ის საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს, მაშინ თქვენი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო არის დომინანტი. შესაბამისად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ანალიტიკური აზროვნების უნარი გაქვთ და პრაგმატულობისკენ , თანამიმდევრული აზროვნებისკენ ხართ მიდრეკილი.
თუკი ფიქრობთ, რომ გოგონა საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ ტრიალებს, მაშინ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უფრო განვითარებული გაქვთ. ეს კი შემოქმედებით აზოვნებაზე მიუთითებს, ასევე, განვითარებულ ინტუიციასა და მდიდარ წარმოსახვის უნარზე.
ახლა შეეცადეთ, გოგონა იმის საწინააღმდეგო მხარეს ამოძრაოთ, თქვენ რომ პირველად დაინახეთ.
მიჩნეულია, რომ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე "შეატრიალონ" გოგონას ტრიალი საწინააღმდეგო მხარეს, IQ-ს დონე 160-ზე მეტი აქვთ.
ახლა კი ნახეთ, როგორ გამოიყურება გოგონას ტრიალი ორივე მხარეს: