ალბათ გინახავთ სურათი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მასაჩუსეტსის სტუდენტებმა შექმნეს. მასზე მშვენიერი მერილინ მონრო გენიალურ ალბერტ ეინშტეინად გადაიქცევა.
მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რისთვის შეიქმნა სურათი. ეს ოპტიკური ილუზია ადამიანის მხედველობის ექსპრეს-ტესტია. ჩვეულებრივი გიფ-გამოსახულება გვეხმარება გავარკვიოთ, გვჭირდება თუ არა მხედველობის შემოწმება და სათვალე.
თავად შეძლებ ახლავე შეამოწმო საკუთარი მხედველობა. მონიტორთან ნორმალური დაშორებით მჯდომმა უნდა დაინახო ალბერტ ეინშტეინი, ხოლო როგორც კი მოშორდები მონიტორს, გამოსახულება მერილინ მონროდ უნდა გადაიქცეს.
ამ ფოტოს შექმნისას სპეციალისტემბა მერილინ მონროსა და ალბერ ეინშტეინის ფოტოები ერთმანეთს შეურწყეს. მეცნიერის ფოტო მსხვილი პიქსელებისგან შედგება, ამიტომაც მასზე შესაძლებელია ყველა დეტალის დანახვა: ულვაშის, ნაოჭებისა და სხვა... ხოლო მონროს ფოტო უფრო ბუნდოვანია, რადგან ნაკლები რაოდენობის პიქსელებისგან არის შექმნილი, შედეგად ჩანს მხოლოდ არამკვეთრი ნაკვთები.
სურათის გადიდებისას, ანუ თუ მას ახლოდან ნახავთ, ყველა დეტალი მკვეთრი გახდება. თუ კარგი მხედველობა გაქვთ, ფოტოს გადიდებისას, მერილინ მონრო თანდათანობით ეინშტეინად გადაიქცევა. თუ მერილინი არ შეიცვალა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოკულისტს.