დახუჭეთ თვალები, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ახლა დახედეთ ფოტოებს და მოწონებული ტყის ბილიკის განმარტება წაიკითხეთ.
1. მშვიდი და რბილი ხასიათი გაქვთ. სილამაზის შემფასებელი და დამფასებელი ხართ.
გიყვართ ფილოსოფოსობა. ბევრ დროს უთმობთ იმას, რომ ლამაზი ადამიანების, ნივთების გარემოცვაში იყოთ. ტრადიცია, წესრიგი და ჰარმონია, - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის.
ამ გზაზე ბევრი წვრილი ყვავილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში მცირე მოვლენებიც სიამოვნებას განიჭებთ.
მომავალს ოპტიმიზმით შესცქერით, თუმცა, საკუთარ უსაფრთხოებაზე ბევრ დროს კარგავთ.
გარშემო მყოფებისთვის მდუმარე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ და იქნებ უფრო ხშირად გამოთქვათ საკუთარი აზრები და მოსაზრებები.
2. გიყვართ მოგზაურობა და ნებისმიერ შემთხვევაში მზად ხართ, სახეტიალოდ გაეშუროთ.
არ უშინდებით თავგადასავლებს, რისკიანი ხართ და ეგზოტიკა გხიბლავთ.
თქვენზე ამბობენ, რომ ძლიერი და თავნება ადამიანი ხართ, რომელიც არასდროს უშინდება თამამი აზრების გამოთქმას. თუმცა, გირჩევთ, სანამ რამეს იტყოდეთ ან გააკეთებდეთ, ორჯერ დაფიქრდეთ.
ცხოვრებას, როგორც ბრძოლის ველს, ისე აღიქვამთ. გგონიათ, რომ ზემოდან უკეთესი ხედია, უკეთესი ჰაერია და ცხოვრება მშვენიერია. ამიტომაც იბრძვით მუდამ წინსვლისთვის, ამაღლებისთვის.
გარშემო მყოფებისთვის ენერგიის წყარო ხართ და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი თქვენით იმუხტება.
3. მუდამ სადღაც გეჩქარებათ, მუდამ უცნაური კითხვები გიჩნდებათ და გარშემო მყოფებს საკუთარი მოსაზრებებით ხშირად აოცებთ.
ხასიათის ცვალებადობას განიცდით და დაწყებულ საქმეს თითქმის არასდროს ასრულებთ. ცხოვრება თქვენთვის გრანდიოზული თავგადასავალია.
გარშემო მყოფები შეიძლება ინტროვერტს გეძახიან. ეს იმიტომ, რომ გრძნობების გამოააშკარავება არ გიყვართ და სახეზე მუდამ მხიარული ღიმილი ”გაკერიათ”.
გიყვართ მოგზაურობა იმ გზაზე, სადაც არ იცით, წინ რა გელით. ზოგჯერ კი გირჩევნიათ, კუთხეში თქვენთვის იჯდეთ, ვიდრე ლიდერის თვისებები გამოავლინოთ. ზოგჯერ ახლობლების მხრიდან ზეწოლასაც განიცდით.
თქვენს ცნობისმოყვარეობას ზოგჯერ ისეთ ადგილას მიჰყავხართ, სადაც სხვა ”ცოცხალი თავით” არ წავიდოდა, მაგრამ თავად გზა, მოგზაურობა, თითოეული ნაბიჯი განიჭებთ სიამოვნებას.
4. ერთდროულად ჭირვეული და ხალისიანი ადამიანი ხართ.
იუმორის გრძნობაც თავისებული გაქვთ. უნიკალური და მყვირალა ნივთები გიზიდავთ. თქვენი ცხოვრებაც მჭახე ფერებითაა დატვირთული.
თქვენ მიერ არჩეული ბილიკი მაღლობზე ადის. როგორც ჩანს, იმედი გაქვთ, რომ წინ წარმატებას მიაღწევთ ან კარიერაში, ან პირად ცხოვრებაში.
თქვენ გრანდიოზული პრობლემების მოგვარება გსიამოვნებთ, უმნიშვნელო ცხოვრებისეული საკითხების გადაჭრა კი სიამოვნებას არ განიჭებთ.
ზოგჯერ ახალგაცნობილებს ზედმეტად სერიოზული ჰგონიხართ, მაგრამ როცა ახლოს გაგიცნობენ, თქვენს იუმორსაც აფასებენ.
5. ადვილად ივიწყებთ წყენას და თქვენი მწყობრიდან გამოყვანაც საკმაოდ რთულია.
სამსახურის მიმართაც ორიგინალური დამოკიდებულება გაქვთ. სანამ კოლეგები მჟავე სახეებით აკეთებენ საქმეს, თქვენ ღიმილით მუშაობთ. ზოგჯერ კი, ღიღინებთ კიდეც...
თქვენ შემოდგომის გზა აირჩიეთ და შეიძლება ახლა ცხოვრებაში გარდამავალ პერიოდს გადიხართ ან ცვლილებები გსურთ.
თქვენი სიმშვიდე და სითბო გარშემო მყოფებს კომფორტის შეგრძნებას უქმნის და ამიტომაც გახვევიათ ირგვლივ ამდენი ხალხი. ხშირად რჩევისთვისაც გაკითხავენ და ეს მრავლისმთქმელია
6. მგრძნობიარე და მშვიდი ადამიანი ხართ. ხშირად ხართ მხიარულ წვეულებაზე, მაგრამ მაინც მარტოობას ამჯობინებთ.
შეიძლება ახალი თავშესაფრის ძიებაში ხართ ან დაცვას საჭიროებთ. ხოლო თუ მოგზაურობთ, ხშირად მარტო.
მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვართ, მომავალში მაინც მოგიწევთ ”სცენაზე გამოსვლა” და ამ როლს შესანიშნავად გაართმევთ თავს.
მშვენიერი შინაგანი სამყარო გაქვთ, რომელსაც ყველას არ უხსნით, მაგრამ დროა, გამოაჩინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა, გაიჩინოთ ახალი მეგობრები, თანამოაზრეები და დატკბეთ ცხოვრებით.