თუ დააკვირდებით, ყველას განსხვავებული ფორმის ფრჩხილი აქვს. დახედეთ ფოტოზე დახატულ ფრჩხილებს, მიუსადაგეთ მათ თქვენი და წაიკითხეთ ახსნა. ამ მარტივი ტესტით, ნებისმიერი ადამიანის ხასიათს ამოიცნობთ მისი ფრჩხილის მიხედვით.
გრძელი და მართკუთხედი
თუ ასეთი ფორმის ფრჩხილი გაქვთ, საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. კარგი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევით და მუდამ სიახლის ძიებაში ხართ. როცა საქმე სამსახურის საქმიანობას ეხება, მოქმედებთ პრინციპით: "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". საკითხს ყველა კუთხით განიხილავთ და არც სწორი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. მთავარია, უმნიშვნელო დეტალიც კი კარგად განიხილოთ.{{ArticleSplitCont}}
ბრტყელი და ფართე
დაკვირვებული ადამიანი ხართ. არ გახასიათებთ დაუფიქრებელი ლაპარაკი. გარშემო მყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის და თქვენს აზრსაც ხშირად იზიარებენ. თავად კი შესანიშნავად ერკვევით ადამიანებში და შეიძლება ითქვას, რომ ინსტინქტი არასდროს გღალატობთ. თქვენ მუდამ სიახლისკენ, ახლის შექმნისკენ ისწრაფვით. თქვენი შრომა მუდამ დაფასებულია. ნებისმიერი საქმიანობიდან კი, პირველ რიგში, პრაქტიკული სარგებელი გაინტერესებთ. გიყვართ რთული საქმეების, დავალებების შესრულება.{{ArticleSplitCont}}
მრგვალი და მოკლე
ენერგიული, შემოქმედებითი ადამიანი ხართ. მუდამ ენერგიასა და პოზიტივს ასხივებთ. გარშემო მყოფებს უყვართ თქვენთან ურთიერთობა. თუ ადამიანს მეგობრად მიიღებთ, მთელი ცხოვრება ზრუნავთ და იცავთ მას. თავად მუდამ ავანტიურისა და თავგადასავლებისკენ მიგიწევთ გული. თუ ერთხელ რაღაცით დაინტერესდით, სანამ ბოლომდე არ შეიცნობთ, არ მოეშვებით. შეიძლება ზოგიერთს მიაჩნია, რომ ჯიუტი ხართ, მაგრამ თქვენ იცით, რა გსურთ და მიისწრაფვით მისკენ.{{ArticleSplitCont}}
მოკლე და უსწორმასწორო
შეიძლება თქვენმა ფრჩხილებმა ფორმა იმიტომ დაკარგეს, რომ მუდმივად იკვნეტთ მათ. ამ მავნე ჩვევისგან უნდა გათავისუფლდეთ. თქვენზე იმის თქმა შეიძლება, რომ დაკვირვებული და მგრძნობიარე ადამიანი ხართ. უფრთხილდებით ადამიანურ ურთიერთობებს. სანამ ადამიანს დაიმეგობრებთ, დიდხანს აკვირდებით. ზოგჯერ გარეგნულად აუღელვებელი ხართ, გულში კი ემოციები გიტრიალებთ. მეგობრებმა იციან, რომ თქვენ მათ მუდამ სიმართლეს ეტყვით, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს იგი.{{ArticleSplitCont}}
განიერი და მართკუთხედი
შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, ლიდერად დაბადებული. საქმეებს პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებით. გარშემო მყოფებმა იციან, რომ არ უღალატებთ და ამიტომ სერიოზულ საქმეებს, საქმიან შეხვედრებს განდობენ. მიუხედავად თქვენი შრომისმოყვარეობისა, ბუნებით მხიარული ადამიანი ხართ და მეგობრებთან ერთად მოლხენაც გიყვართ.{{ArticleSplitCont}}
სამკუთხედი
თამამი და მიზანმიმართული ადამიანი ხართ, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და ჯიუტად მიიწევს მისკენ. თუმცა, ცდილობთ, ისე იმუშაოთ, რომ ნაკლები დრო და ენერგია დახარჯოთ. დაკვირვებული ადამიანი ხართ და სიახლეების ათვისება არ გიჭირთ.{{ArticleSplitCont}}
მრგვალი და გრძელი
ასეთი ფორმის ფრჩხილი, როგორც წესი, შემოქმედ ადამიანს აქვს. კარგი წარმოსახვის უნარი გაქვთ, ბედნიერებას ჰპოვებთ, როცა გარშემო ლამაზი ნივთები გახვევიათ. გარშემო მყოფები მოისწრაფვიან თქვენკენ, რადგან იციან, რომ თქვენ გვერდით სიმშვიდე ელით. ზოგჯერ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, სამუშაოს იღებთ, მაგრამ მუშაობა სიამოვნებას განიჭებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვების საკეთილდღეოდ შრომობთ.{{ArticleSplitCont}}
უჩვეულო კუტიკულა
არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, - მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში. რთულ სიტუაციაში მუდამ არასტანდარტულად აზროვნებთ და პრობლემებსაც ორიგინალურად აგვარებთ. თუ მუშაობთ, მუშაობთ და ირგვლივ არაფერი გახსოვთ, მაგრამ დასვენების დროსაც თავით ხართ გართობაში გადავარდნილი. თქვენი მთავარი ღირსება ისაა, რომ სიამოვნებას პოულობთ ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ.