1. კომუნიკაბელურები - ინტელექტის უნიკალური კომბინაციის, კარგად საუბრისა და ენთუზიაზმის წყალობით ტყუპები მსოფლიოში საუკეთესო თანამოსაუბრენი არიან. შეუძლიათ განიხილონ ყველაფერი.
უყვართ სწავლა და შემდეგ სხვებისთვის გაზიარება. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ხანდახან, მოცემული რჩევებით თქვენი ცხოვრების შეცვლაც შეუძლიათ.
როცა ისინი ახალ ურთიერთობას იწყებენ, მაშინვე არკვევენ მათთვის საკამათო თემას, რათა გაერკვნენ, რა და როგორ.
ტყუპები - შესანიშნავი მეგობრები არიან. უყვართ საუბარი და ჭორაობა. და თუ რჩევა გჭირდებათ, მიმართეთ მათ.
2. არიან სწრაფები
ტყუპები სწრაფად ფიქრობენ და მოქმედებენ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის მოთმენა და უმოქმედობა აუტანელია.
თუ იგრძნობენ, რომ მოქმედების დროა - იწყებენ ახლავე, დღეიდან!
თუ ვერ გაუძლებთ მის ტემპს - ჩამორჩებით, ის კი არ დაგელოდებათ.
3. შემოქმედებითი და მარჯვეა
ტყუპები - ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანები არიან. არტისტულები და კულტურულები.
მათი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ერთდროულად ეჭიდებიან რამდენიმე საქმეს. ამას კი ყოველთვის კარგ შედეგამდე ვერ მივყავართ.
იმ შემთხვევაში კი, თუ ტყუპები ისეთ საქმეს შეეჭიდებიან, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, შედეგი აუცილებლად გასაოცარი იქნება. კენედი, ჩე გევარა, ანჯელინა ჯოლი, კეინი ვესტი - ტყუპები არიან.
4. მათში ერთდროულად რამდენიმე პიროვნებაა
გაორებული ხასიათი - ტყუპების სავიზიტო ბარათია. ასე ფიქრობს ხალხი.
თუმცა, სინამდვილეში, ტყუპების უმრავლესობას - უთვალავი პირადი ხასიათი აქვს. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები შესანიშნავად ადაპტირდებიან ნებისმიერ გარემოში და ყოველთვის მიჰყვებიან საკუთარ ინტუიციას. ყველასთან განსხვავებულად მოაქვთ თავი, ეწყობიან ნებისმიერ ადამიანს.
შესაძლოა, ზოგიერთმა იფიქროს, რომ ტყუპები არ არიან გულწრფელები და საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია მათ მრავალმხრივ მახასიათებლებს შორის.
5. ძნელია მიჰყვეთ მათ
მათ არ უყვართ, როცა რაიმე ტიპის ვალდებულებას განიცდიან. როცა ეუბნებიან: "პასუხისმგებლიანი იყავი", ეჩვენებათ, რომ ეს ადამიანი მათ დახრჩობას აპირებს.
ურთიერთობისას სურთ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იყვნენ. ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ, მაგრამ შემდეგ უკვალოდ ქრებიან.
უკეთესია, მათ გვერდით ისეთი ადამიანი იყოს, ვინც ასევე აფასებს დამოუკიდებლობას, თავგადასავლები სწყურია და სურს მაქსიმალურად ეფექტურად გალიოს ცხოვრება.
იხილეთ სტატია სრულად