მამაკაცების ქცევას ქორწინებაში მათი ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს. თუ ახლა აპირებთ დაქორწინებას და იცით თქვენი საქმროს დაბადების თარიღი, შეგიძლიათ გაეცნოთ, როგორი იქნება თქვენი რჩეული მეუღლის ამპლუაში.
ვერძი
მის ცოლს რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს, რადგან ვერძი საკმაოდ ჯიუტი და ამოუცნობია. ამასთანავე, ფეთქებადი ხასიათი აქვს. თავად კი მუდამ მომთმენი უნდა იყოთ. თუმცა, თუ არ ეცდებით მისი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას და არაფერში შეეწინააღმდეგებით, იგი სამუდამოდ მოგეჯაჭვებათ.
კურო
ძალიან დიდხანს ფიქრობს ცოლის მოყვანას. დიდხანს აკვირდება და თუ ქალი ცოლად მოიყვანა, მისი ერთგული იქნება და ჭეშმარიტად ეყვარება. კურო ქმარი აფასებს ცოლს და არასდროს ეცდება სხვა ქალების ძებნას თავგადასავლებისთვის. გარდა ამისა, კურო ის ქმარია, რომელიც ცოლს ფინანსურად უზრუნველყოფს.
ტყუპი
თავიდანვე გეტყვით, რომ გამონაკლისების გარდა, ტყუპი ქორწინებისთვის არაა შექმნილი. მას უყვარს თავისუფალი ურთიერთობები. ვალდებულებებს კი გაურბის. ტყუპის მოხიბვლა ადვილია. ამიტომაც ხშირად ღალატობენ და ატყუებენ პარტნიორებს. ტყუპის გვერდით თავს ბედნიერად მისნაირი თავქარიანი ქალი თუ იგრძნობს.
კირჩხიბი
იდეალური მეოჯახე, რომანტიკული და ნაზი მეუღლეა. მოწონებულ ქალს დიდხანს აკვირდება, თუ მასში მოსაწონი თვისებები აღმოაჩინა, დაქორწინებასაც შესთავაზებს. ოჯახის საკეთილდღეოდ ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, კირჩხიბს დედა ძალიან უყვარს და ცოლს შეიძლება იმით მოუშალოს ნერვები, რომ ხშირ-ხშირად შეადაროს საკუთარ დედას.
ლომი
მის გვერდით დედოფალზე ნაკლები ქალი არ უნდა იყოს. თუ ლამაზი და ჭკვიანი ხართ; ამასთანავე, კარგი დიასახლისიც, ლომი აუცილებლად გთხოვთ ხელს. ცოლს ფუფუნებაში აცხოვრებს. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, ლომი საკმაოდ ტემპერამენტიანია და შესაძლოა, თქვენს პარალელურად არაერთი რომანი გააჩაღოს.
ქალწული
მგზნებარე საყვარელი მისგან არ გამოვა. ის მოკრძალებული ქმარი იქნება და ზოგჯერ თავი მისი და უფრო გეგონებათ, ვიდრე ცოლი. ქალწული მამაკაცი ზედმეტად დაკვირვებული და კრიტიკულია, თუმცა, მის გვერდით თავს მუდამ მშვიდად იგრძნობთ და თუ ავად გახდებით, კარგად მოგივლით.
სასწორი
მის ოჯახში არის სიმშვიდე, კომპფორტი. თავად არის უკონფლიქტო და რბილი ხასიათის. ზოგჯერ მათ იდეალურ ქმრებად მიიჩნევენ, მაგრამ თავად ისეთი მოთხოვნები აქვთ ქალების მიმართ, რომ იშვიათად ქორწინდებიან.
მორიელი
მძიმე ხასიათი აქვს და თავის ცოლის მიმართ ზედმეტად მომთხოვნია. ამასთანავე, უაზროდ ეჭვიანი და ძალაუფლების მოყვარული. შეიძლება ცოლს არ უღალატოს, მაგრამ ცოლის არც სხვა მამაკაცისკენ გაპარული თვალი გამოეპარება. მის გვერდით მყოფ ქალს რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს.
მშვილდოსანი
სწრაფად უყვარდება, გალანტური თაყვანისმცემელია, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს, რადგან მიაჩნია, რომ ქორწინება თავისუფლებას შეუზღუდავს. მისი ცოლი საკმაოდ ჭკვიანი და ხალისიანი უნდა იყოს, რომ მშვილდოსანს ოჯახური ცხოვრება არ მობეზრდეს და სხვა ქალებისკენ არ გაიხედოს.
თხის რქა
ცოლის მოყვანის საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება. იგი ზედმეტად მომთხოვნი და ზოგჯერ დესპოტი მეუღლეა. მის ცოლს გამოულევი მოთმინების უნარი უნდა ჰქონდეს. თუმცა თხის რქა ის მამაკაცია, ვინც ოჯახს უზრუნველად აცხოვრებს.
მერწყული
დაქორწინებას იქამდე გადასწევს, სანამ შეძლებს, უკვე დაქორწინებული კი თავისი ცოლისთვის კარგი მეგობარი იქნება. მის ცოლს მოეთხოვება, იყოს კარგი მოსაუბრე და დახმარე სხვადასხვა სფეროში. ამასთსნავე, მერწყული ვერ იატანს ეჭვიანობას და თავისუფლების შეზღუდვას.
თევზები
დაქორწინების შემდეგ მზრუნველი, მეოჯახე, რომანტიკული მეუღლე ხდება. მართალია, დიდი მცდელობის მიუხედავად, ოჯახის უზრუნველყოფას კარგი შემოსავლით ვერ შეძლებს, მაგრამ ცოლს ყურადღებასა და ალერსს არ მოაკლებს.