შაბათის თემას როცა ვეძებდი, გადავწყვიტე, ზოდიაქოს იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე მოგიყვეთ ვისთან ერთადაც ვიქენდის სიამოვნებით გატარება შეიძლება.
ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ხანდახან სურვილი გვერდით იყოლიოს მეგობარი, რომელიც მას განტვირთვასა და სისულელეების კეთებაში აუბამს მხარს... ჰოდა, დღეს ზუსტად საიმისო ინსტრუქციას გთავაზობთ ვისთან შეიძლება გაატაროთ მხიარული ვიქენდები ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.
ვერძი ტყუპთან იპოვნის საუკეთესო მიზეზებს გასართობად.
კურო შესანიშნავად გაატარებს დასვენების დღეებს კირჩხიბთან მასლაათში ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე.
ტყუპისთვის განწყობის ამაღლება მშვილდოსან ქალს შეუძლია. ის მისნაირად "თავქარიანი" და არაპროგნოზირებადია მუდამ.
კირჩხიბისთვის საუკეთესოდ ეხერხება ხასიათის გამოკეთება თევზებს - ის უპრეტენზიოდ მოისმენს მის ყველა გულისტკივილს და წუწუნს.
ლომი დიდებულად გაერთობა ვიქენდებზე მეგობარ სასწორთან ერთად. ის ხომ იდეალურად ერკვევა შოპინგში და კლუბების ჩამონათვალში, სადაც ქალაქის საუკეთესო ბიჭები დადიან საღამოობით.
ქალწულისთვის რელაქსაციის საუკეთესო გზაა მორიელთან ერთად შაბათ-კვირის გატარება და სხვადასხვა თემაზე მსჯელობა.
იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge