ზაფხულის პერიოდში სხეულის კორექციის და ზედმეტი კილოგრამების სწრაფად მოცილების საკითხი ძალიან ბევრი ქალისთვის დგება დღის წესრიგში.
ცნობილი რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა ქალებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, კონკრეტულ კვირის დღეებში ურჩევს დიეტის დაწყებას საიმისოდ, რომ შედეგი გაცილებით ეფექტური და რაც მთავარია, სწრაფად შესამჩნევი იყოს.
ასე მაგალითად: თუ თქვენ ვერძი ხართ, აჯობებს, დიეტა დაიწყოთ სამშაბათს. ეს დღე მარსის მმართველობისაა. სასურველია, დიეტასთან ერთად, აქტიურად ივარჯიშოთ მეტი შედეგის მისაღწევად.
კურომ დიეტა პარასკევს უნდა დაიწყოს. ამ დღეს კუროს მმართველი ვენერა მართავს და შესაბამისად, ვენერას დღეს დაწყებული დიეტა კუროსთვის საკმაოდ ჰარმონიული იქნება.
ტყუპმა დიეტა ოთხშაბათს უნდა დაიწყოს. ეს მერკურის დღეა, მერკური კი ტყუპის მმართველია.
კირჩხიბს დიეტის დაწყებას ასტროლოგი ორშაბათს ურჩევს. ამ დღის მმართველი მთვარეა, ამიტომ ზუსტად ორშაბათობით დაწყებული დიეტა იძლევა მისთვის კარგ შედეგს.
ლომმა დიეტა კვირას უნდა დაიწყოს. ეს სწორედ ის დღეა, რომელსაც ლომის მმართველი მზე მართავს.
ქალწულისთვის კი კარგი დღე დიეტის ან გამაჯანსაღებელი შიმშილის დასაწყებად ოთხშაბათია.
იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge