ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის ვხვდებით როგორც გადამეტებულად პრანჭია, ისე საკუთარი ვიზუალური იმიჯის მიმართ არცთუ მაინცდამაინც მზრუნველ ინდივიდებს.
ზოგიერთი ქალისთვის თავის მოვლა და ჩაცმა-დახურვის საკითხი ლამის იდეა-ფიქსად გადაქცეული საკითხია, მაშინ, როცა სხვები ხშირად მაკიაჟის გამოყენებასაც კი მხოლოდ დღესასწაულებზე თვლიან საჭიროდ... ასტროლოგები თვლიან, რომ ქალი, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, სპეციფიკურად და განსხვავებულად ავლენს მიდრეკილებას თავის მოვლისკენ...
ასე მაგალითად, ვერძი ქალები ექსპერიმენტის მოყვარულები არიან. ისინი ხშირად იცვლიან თმის ფერს და ვარცხნილობას. იმიტომ, რომ ვერძს ანატომიურად თავი შეესაბამება სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით.
რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს, ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები დიდ ყურადღებას ანიჭებენ სუნს. ამიტომ, პირველ რიგში, სხეულისა და კანის სიჯანსაღეზე ზრუნავენ. მათ უყვართ სხვადასხვა ტიპის მასაჟი და სპა-პროცედურები.
ტყუპი ქალები იშვიათად გამოირჩევიან საკუთარ გარეგნობაზე ზედმეტი ზრუნვის მოთხოვნილებით. მათ აქვთ განუმეორებელი შარმი, რომლის ხარჯზეც მინიმალური კოსმეტიკაც კი საოცრად ლამაზად აჩენს ქალი ტყუპის ვიზუალს. თუმცა, ისინი დიდი სიამოვნებით უვლიან ხელებსა და ფრჩხილებს. მოსწონთ ფერადი მანიკიური და ფრენჩი.
კირჩხიბი ქალები ხშირად განიცდიან ჭარბი წონის პრობლემას, გამომდინარე იქიდან, რომ კიბო კუჭით მართული ნიშანია. მათი დიდი ნაწილი ცდილობს იზრუნოს სილამაზეზე, პირველ რიგში, ჯანსაღი კვების მეშვეობით. ბევრი კირჩხიბი გადამეტებულად უვლის თმას, ხშირად ბებიის რეცეპტებით და არა ძვირად ღირებული შამპუნ-ბალზამებით.
ლომი ქალები ბუნებით პრანჭია ინდივიდები არიან. ამიტომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიზუალურ იმიჯზე ზრუნვა. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ესთეტიკური მედიცინის სიახლეებით ყველაზე ხშირად ლომები სარგებლობენ. იკეთებენ კანის გადაჭიმვას, ებრძვიან ნაადრევ ნაოჭებს და ცელულიტს.
ქალწული მაქსიმალური სისადავისა და ბუნებრიობის მომხრეა ყველაფერში. მას უყვარს საკუთარ სხეულზე ზრუნვა და საკუთარ რჩევებს ან გამოცდილებას სხვებსაც ახვევს თავს, მიმართავს რა ათასგვარი ტიპის დიეტას, დეტოქსიკაციის მეთოდებს და ა.შ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge