სიყვარულის უნარი ამქვეყნად ყველა სულიერ არსებას გააჩნია - თუმცა, როგორ და რა ფორმითაა გამოხატული ეს გრძნობა, ეს ცალკე საკითხია.
ძლიერი სქესის წარმომადგენლებიც, მიუხედავად თავიანთი პოლიგამიური ბუნებისა, ხშირად განიცდიან რომელიმე კონკრეტული მანდილოსნის მიმართ აუხსნელ და ხანგრძლივ მიჯაჭვულობას, რომელსაც სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა დიდ სიყვარულს. თუმცა როგორ, რა ფორმით და რა ინტენსივობითაა გამოხატული მამაკაცის გრძნობები ამას დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი.
ვერძს მხურვალე და ხმაურიანი ემოციები ახასიათებს. მას ყველაფერი სურს დღეს, ახლა და ამ წამს. ამიტომ ცდილობს რეკორდულ ვადებში მოხიბლოს ქალი. ხშირად ზედმეტად შემტევიც კია ამ მხრივ.
კუროს ნაბიჯ-ნაბიჯ და სტაბილურად უყვარდება. ამიტომ მისი გრძნობების აფიშირებას გაცნობიდან მოკლე დროში ნუ დაელოდებით. სამაგიეროდ, დიდხანს და ერთგულად ეყვარებით.
ტყუპს სპონტანურად უყვარს, ხშირად ორი ქალი ერთად (ოღონდ ორივე სხვადასხვანაირად) - ხომ იცით, ტყუპი ორმაგი ნიშანია. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ.
კირჩხიბის სიყვარული ძლიერი და ყოვლისმომცველია, ლამის "კუბოს კარამდე". თუმცა, თავიდან ღიად და აშკარად არ ახდენს იგი ემოციების აფიშირებას, აი, როცა გათამამდება და გამოხატვას დაიწყებს, უფრთხილდით...
ლომს უყვარს "თეატრალურად" და ლამაზად, ყველას დასანახად. მისი რომანები მუდამაა საზოგადოების განხილვის საგანი. მოსწონს რომანტიკული და გრანდიოზული სიურპრიზებით გრძნობების გამოხატვა.
ქალწულის სიყვარული პრაგმატული და გაწონასწორებული საქციელით ვლინდება. მას ჩუმი, მაგრამ საოცრად ერთგული სიყვარული შეუძლია, რომელიც ზრუნვასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული.
იხილეთ სტატია სრულად