ალბათ, გაგიგონიათ ფრაზა: "ქალებს უყვართ ყურებით, მამაკაცებს - თვალებით" და ეს სრული ჭეშმარიტებაა.
მართალია, ბევრი ქალი არანაკლებად აქცევს ყურადღებას კაცის ვიზუალს, თუმცა ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის პირველადი შთაბეჭდილება, რომელსაც მათზე მანდილოსანი ახდენს, წარუშლელია. ასტროლოგები თვლიან, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს ქალის სილამაზის საკუთარი, ე.წ. კრიტერიუმები გააჩნია იმის მიხედვით, თუ რომელი პლანეტის მმართველობაშია მისი ზოდიაქო.
მაგალითად, ვერძს გარეგნულად ნაზი, თუმცა არამორიდებული გოგონები მოსწონს. არც ზედმეტად პრანჭია და მოდაზე გადაყოლილი ქალი მოეწონება.
კუროსთვის ქალის მომრგვალებული ფორმებია ყველაზე მაცდუნებელი. ამიტომ თუკი კურო მამაკაცს ეფლირტავებით, დიეტა სინდისის ქენჯნის გარეშე გადადეთ განზე.
ტყუპი მამაკაცი თინეიჯერული გარეგნობის გოგონებით იხიბლება. მისთვის მიმზიდველია ასევე ქალი სათვალით და მკაცრი უნიფორმით.
კირჩხიბი მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელსაც სოლიდური გარეგნობა აქვს და სასურველია, ეს უკანასკნელი დიდი მკერდითაც იწოდებდეს თავს.
ლომს დედოფლური, მკვეთრი იმიჯის მქონე გოგონები მოსწონს. მისთვის მოსაწონია ასევე ქალი, რომელიც თავმდაბლობით გამოირჩევა.
ქალწულს მოწესრიგებული, ყოველგვარი ზედმეტი გადაპრანჭულობისკენ ნაკლებად მიდრეკილი გოგონა მოეწონება. მისთვის მთავარია, ქალი ჰიგიენური, მოვლილი და მშვიდი იყოს.
იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge