ჩვენი დაბადების დღის მომდევნო 12 დღე-ღამე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია წელიწადში. ამიტომ ისინი სწორად უნდა გავატაროთ. თუ როგორ, ამას ახლავე აგიხსნით.
არ დაკვირვებიხართ, რომ დაბადების დღემდე 1 კვირით ადრე განწყობა გეცვლებათ, გაღიზიანებული ხართ, მოწყენილი ხდებით. ასე იმიტომ არ ხდება, რომ წელი გვემატება. დაგროვილი ნეგატივი გვამძიმებს და მისგან უნდა გავთავისუფლდეთ. დაბადების დღემდე 1 კვირით ადრე შემდეგნაირად მოიქეცით: აპატიეთ ყველას, ვინც გაწყენინათ; გაისტუმრეთ ვალები; ერთ საღამოს განმარტოვდით, გადახედეთ გასულ წელს, გააანალიზეთ, შეაჯამეთ წარმატებები და დამარცხება.
დაბადების დღეს გეკრძალებათ: ვინმეს გაკრიტიკება, ვალის აღება, უხასიათოდ ყოფნა, ჭორაობა და ტირილი.
დაბადების დღიდან მომდევნო 12 დღეს ასე უნდა მოიქცეთ.
პირველი დღე - იყავით მხიარული. დილით ივარჯიშეთ, საღამოს შეაგროვეთ მეგობრები, იმხიარულეთ.
მეორე დღე - ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია; დღეიდან დაიწყეთ ჯანსაღი საკვების მიღება.
მესამე დღე - გააუმჯობესეთ კონტაქტები. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან.
მეოთხე დღე - დაეხმარეთ ახლობლებს. მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრები და ნათესავები.
მეხუთე დღე - შემოქმედებითი დღეა. დახატეთ, მოიფიქრეთ რითმა. გაერთეთ ბავშვებთან ერთად. ამ დღეს გაჩენილი სიმპათია შეიძლება ქორწინებით დაგვირგვინდეს.
მეექვსე დღე - გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. აიღეთ აბონემენტი სპორტდარბაზში, აუზში. მეტი ყურადღება მიაქციეთ კვებას. მოერიდეთ ტკბილსა და მძიმე საკვებს.
მეშვიდე დღე - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან. ერთად დაგეგმეთ ოჯახის ბიუჯეტი. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი.
მერვე დღე - ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში, არ იჭორაოთ, არ გასცეთ რჩევები. დაფიქრდით, რა გიშლით წარმატების მიღწევაში ხელს და გათავისუფლდით მისგან.
მეცხრე დღე - მეტად დაისვენეთ. მოუწყვეთ საკუთარ თავს მოგზაურობა, თავგადასავალი. დაესწარით კულტურულ ღონისძიებას. დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
მეათე დღე - კარგი დღეა ფინანსური და კარიერული საკითხების მოსაგვარებლად. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მის მისაღწევად. დღეს გაკეთებული სიკეთე ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. შეეხმიანეთ მშობლებს.
მეთერთმეტე დღე - დღეს გაიგებთ, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი. შეიძლება ახლებიც გაიჩინოთ. აგრეთვე, კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. სიფრთხილე გმართებთ ელექტროსაგნებთან. თანაც გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.
მეთორმეტე დღე - დადებითი აურა შეიქმენით გარშემო. სანთელი აანთეთ, ყველას ყველაფერი აპატიეთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. იფიქრეთ დადებითზე და აკეთეთ სიკეთე.