გაგიგონიათ გამოთქმა: "ქალის გამო შარშია გახვეული"? რაღა შორს წავიდეთ, ძლევამოსილი ტროაც ხომ ქალის ხელით და მისი მიზეზით დაეცა? მოკლედ, დღეს იმ ქალებზე ვსაუბრობთ, ვისთან ურთიერთობაც მამაკაცების დიდი ნაწილისთვის არ არის მაინცდამაინც უხიფათო და პრობლემებისგან დაზღვეული.
პრობლემა ნომერი ერთი - ტყუპი. გახსოვთ ლეგენდარული მერილინ მონრო? მეოცე საუკუნის სექსსიმბოლო და მამაკაცების გულთამპყრობელი? ტყუპი გახლდათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და სავსებით ამართლებდა საკუთარი ზოდიაქოს ძირითად ნიშან-თვისებებს. სამი ოფიციალური მეუღლე და ათასობით გატეხილი გული მოიტოვა უკან. ზუსტად ასეთია ტყუპის ნიშნით დაბადებული მანდილოსანი.
დღეს თუ უყვარხართ, ხვალ შესაძლოა, "გადაუნდეს" თქვენთან ურთიერთობა, ხოლო ზეგ ან მაზეგ იქნებ სულაც ცოლად გამოყოლა შემოგთავაზოთ. ასე რომ, თუკი სუსტი ნერვების პატრონი ხართ და მით უმეტეს, კონკურენტების არ გეშინიათ (ტყუპ ქალს თაყვანისმცემლები მუდამ ბუზებივით ახვევია გარს), გარისკეთ - რა იცით, იქნებ ამ ახირებული პეპელას ქილაში მომწყვდევა შეძლოთ?
პრობლემა ნომერი ორი - ლომი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკვე თქვენი კანონიერი მეუღლეა და ეს ქორწინება რამდენიმე წელს ითვლის, მშვიდად ყოფნის მიზეზი, მერწმუნეთ, ნამდვილად არ გაქვთ და გეტყვით, რატომ: ქალი ლომი ბუნებით დედოფალია. იგი გამუდმებით დაეძებს მამაკაცს, რომელიც თავს პრინცესად აგრძნობინებს და ღრმადაა დარწმუნებული, რომ ადამიანი ზუსტად ისეთ ცხოვრებას იმსახურებს, როგორიც თვლის, რომ შეეფერება.
მას კი, მინიმუმ, პრინცესას როლი, მაქსიმუმ, დედოფლობაზე აქვს პრეტენზია, დიახ! კარგად თუ დაძებნით და გამოიძიებთ, აუცილებლად აღმოაჩენთ იმასაც, რომ თქვენი ლომი ძველი თაყვანისმცემლების მიერ გამოგზავნილ საჩუქრებსა და წერილებს ვერაფრის დიდებით შეელია. ეს იმიტომ, რომ მას ღრმად სწამს საკუთარი უნიკალურობის და თუკი თქვენზე გააკეთა ამ "მის უნიკალურობამ" არჩევანი, დააფასეთ აუცილებლად! გაგრძელება