ჩვენი საიტის მკითხველებს ადრეც არაერთგზის შევთავაზეთ ალექსანდრ ლიტვინის - ცნობილი ექსტრასენსისა და ეზოთერიკოსის, გახმაურებული პროექტის, Битва экстрасенсов მონაწილის პროგნოზები სხვადასხვა პერიოდზე.
ამჯერად მიმდინარე თვე და მისი ტენდენციებია ალექსანდრ ლიტვინის ინტერესის ობიექტივში. ვფიქრობ, საინტერესო იქნება გავიგოთ, როგორ ოქტომბერს გვპირდება იგი...
კარიერა, ფინანსები
ოქტომბერი იდეალური თვეა სხვადასხვა ტიპის მივლინებების დასაგეგმად. ამიტომ საქმიანი მოლაპარაკებების უმეტესობა წარმატებით დასრულდება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ოქტომბერი ე.წ. კონსერვაციის თვეა. ამიტომ იდეები, რომლებიც ზედმეტად ინოვაციურად გეჩვენებათ, აჯობებს, ფართო საზოგადოებაში ნაკლებად გაახმოვანოთ. ამ ეტაპზე მათი განხორციელება ეჭვქვეშ დგება და შესაძლებელია, სულაც დაიბლოკოს ბევრი მათგანი. ადამიანებს, ვის კომპეტენციაშიც სხვების მართვა შედის ან გარკვეული ძალაუფლების პატრონად აქცია კოსმოსმა, ოქტომბერში საკუთარი უპირატესობის გადამეტებულად დემონსტრირების სურვილი წამოუვლით. ამიტომ აუცილებელია, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა პირებმა ამბიციები აკონტროლონ, თუ არ სურთ, რომ ოქტომბრის ბოლოს დიდი და მასშტაბური ბუნტი მიიღონ ხელქვეითების მხრიდან საპასუხოდ, რაც მნიშვნელოვნად შეარყევს ამ უკანასკნელთა პოზიციებს და ლაქად დააჩნდება რეპუტაციას.
ფინანსური კუთხით, ოქტომბერი რეზერვების დაბევების თვეა, ვიდრე უთავბოლო ხარჯვის. ამიტომ აჯობებს, უკვე არსებული ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება-გამყარებაზე იზრუნოთ, ვიდრე ახალ სარისკო წამოწყებებში გადაეშვათ თავით. სასურველია, ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მსხვილი კაპიტალდაბანდებებისგან. თუმცა, კარგი დროა ტექნიკის, ახალი ავტომობილის ან წვრილმანი ინვენტარის შესაძენად.
იხილეთ სტატია სრულად