ნებისმიერ მამაკაცს გააჩნია სურვილი, საპირისპირო სქესის მოსახიბლად საკუთარი ხასიათის და შესაძლებლობების მაქსიმალური დემონსტრირება მოახდინოს.
ზოგიერთი, ამ მხრივ, ხშირად ისეთ თვისებებსაც "ირგებს" (ოღონდ დროებით), რომელიც ხასიათში არ აქვს. ზოგს კი დრო და შესაბამისი ატმოსფერო ესაჭიროება საიმისოდ, რომ ბოლომდე გაიხსნას. მოდით, სათითაოდ განვიხილოთ ის, თუ რა მეთოდებს იყენებენ მამაკაცები ქალის მოსახიბლად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ვერძი - თავზეხელაღებული საქციელით, რომანტიკული ხასიათის გმირობის ჩადენით ან აგრესიული დევნით ცდილობს სასურველი ქალის ხელში ჩაგდებას.
კურო - ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდება საყვარელი ქალის მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებას. გაანებივრებს მას პრაქტიკული საჩუქრებით, ყურადღებით და ზრუნვით.
ტყუპი - მისი საფირმო ილეთი ქალის "დაბოლებაში" მდგომარეობს და ეს მას უბადლოდ გამოსდის. თუ ინტერესის ობიექტს მოთმინება ეყოფა ბოლომდე უსმინოს მას, ტყუპი ამ უკანასკნელს საკუთარი გრძნობების გულწრფელობაში უპირობოდ დააჯერებს.
კირჩხიბი - სასურველი ქალის მოსახიბლად, პირველ ეტაპზე პასიურ მიდგომას არჩევს. ეს მისი მორცხვობის და სიფრთხილის ბრალია. როცა დეტალურად შეისწავლის ინტერესის ობიექტს, ზრუნვისა და ყურადღებიანობის ეტალონად გადაიქცევა.
ლომი - სასურველი ქალის ხელში ჩასაგდებად, პირველ რიგში, საკუთარი სოციალური სტატუსითა და თანამდებობრივი მდგომარეობით ცდილობს აპელირებას. თუკი ეს ეტაპი წარმატებით გაიარა, შემდგომში უზომოდ მოსიყვარულე, გულუხვი და ვნებიანი საყვარელია.
ქალწული - ინტერესის ობიექტი ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ ჰყავს აყვანილი. თუ დარწმუნდა, რომ ეს ქალი მას ცხოვრებაში გამოადგება, მხოლოდ შემდეგ იწყებს ზომიერების ფარგლებში და გეგმიურად მისთვის საჩუქრების ყიდვას, სადმე მიპატიჟებას და ა.შ.
იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge