ალბათ, ყველა დაკვირვებიხართ, რომ ადამიანების დამოკიდებულება წყენის მიმართ სხვადასხვაგვარია.
ზოგს თუ სიფიცხე ახასიათებს, სათქმელს ამოთქვამს და მალევე გირიგდებათ, ვიღაცამ შესაძლოა წლები გითმინოთ სითავხედე და ბოლოს მომენტალურად დასვას წერტილი თქვენთან ურთიერთობაში. ზუსტად ამიტომ არის საჭირო იმის ცოდნა, ვინ, რატომ და რა ვადით იბუტება ხოლმე, საიმისოდ, რომ მომავალში თადარიგი დაიჭიროთ შესარიგებლად. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კი მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის პროგნოზირება.
ასე მაგალითად, ცეცხლის ნიშნები - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ე.წ. აალებადი ტემპერამენტით გამოირჩევიან. ისინი მარტივად ბრაზობენ, მაგრამ მალევე ივიწყებენ წყენას. საკმარისია, უბრალოდ გაბრაზებულებს მაქსიმუმ ოცი წუთი მაინც მოერიდოთ თვალთახედვის არიდან, რათა თავში რაიმე მძიმე საგანი არ მოგხვდეთ. შემდგომ ამისა კი, უბრალოდ, გულწრფელი ბოდიშით შემოიფარგლოთ. ვერძი ენთუზიაზმის და ლიდერობის ხელყოფაზე რეაგირებს მძაფრად. ლომს თავმოყვარეობაზე არ უნდა შეეხოთ, მშვილდოსანმა კი შესაძლოა ტყუილში მისი დადანაშაულების გამო "გაგალამაზოთ".
მარტივად ივიწყებენ ხოლმე წყენას ჰაერის ნიშნებიც - ტყუპს, მერწყულს და სასწორს ენა ბასრი სამართებელივით უჭრით, თუმცა, წყენის დამახსოვრება და შურისძიება მათი სტილი არ გახლავთ. ისინი გაბრაზებას ენამწარეობით გამოხატავენ და როგორც წესი, მათი ამ "სიტყვაუხვობის" არ უნდა შეგეშინდეთ. ტყუპი საუბრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ვერ იტანს, მერწყული - ზეწოლას და ჩარჩოებს, ხოლო სასწორი შესაძლოა წყობიდან ვულგარულობამ ან უხეშობამ გამოიყვანოს.
იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge