სამყარო დასაბამიდან დღემდე გემოვნების გარშემო დავობს, არადა, ფრთიანი ფრაზა "გემოვნებაზე არ დავობენ" სულ ტყუილად არის მოგონილი.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი ჩაცმის სტილსა და მიდრეკილებებს სამოსში. ამიტომ შოპინგზე როცა მიდიხართ, ყოველთვის ისეთი ადამიანი გაიყოლეთ, რომელსაც თქვენს ზოდიაქოს ნიშანთან ჰარმონიული თავსებადობა გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შორის უთანხმოებაც ზუსტად გემოვნების გამო მოხდება.
მაინც როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი ჩაცმულობაზე? ასტროლოგები საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობენ.
ვერძები მოდას კი არ მისდევენ, მოდა იქით მოსდევს ხშირად ამ ხალხს... ცხადი და მკაფიო მაგალითია სარა ჯესიკა პარკერი, ანა დელორუსო და ვიქტორია ბექჰემი. ვერძს უყვარს წითელი, მკვეთრი ჟოლოსფერი ფერები. სამოსში ექსპერიმენტებს არ ერიდება.
კუროს პრაქტიკულობა ხიბლავს, მაგრამ ხარისხი მისთვის უმთავრესია. ამიტომ იგი ხშირად გვხვდება ე.წ. ბრენდომანთა სიაში, იმიტომ, რომ ბრენდის გარანტიით მას შეუძლია ხარისხიანი სამოსი იყიდოს. მოსწონს რბილი ტონალობები. ხშირად იცვამს ტრიკოტაჟის და ბამბის ქსოვილისგან დამზადებულ სამოსს.
ტყუპს ჰაეროვნება სამოსის არჩევისასაც ეტყობა. იგი ყველანაირი ტიპის სამოსს იხდენს. უყვარს ღია ფერები და ნებისმიერ ასაკში ატარებს "თინეიჯერულ" ტანსაცმელს. მისთვის მთავარია, სამოსი კომფორტული და მკვეთრი იყოს. გიჟდება სასაცილო ნაწერებითა და პრინტით გაწყობილ სამოსზე.
კირჩხიბს ე.წ. დრეს-კოდის ტიპის სამოსისკენ აქვს მიდრეკილება. ამ ადამიანებს უყვართ კლასიკური სამოსი ან კონკრეტული დეტალები, რომლებიც არასოდეს გადადის მოდიდან. ისინი სიამოვნებით ატარებენ დედის ან ბებიის ნაქონ კაბას, შარფს ან ჩანთას ულტრათანამედროვე სამოსთან ერთად.
ლომს სიკაშკაშე მოსწონს ყველაფერში, მათ შორის, იმიჯის კუთხითაც. ძალიან ბევრი ლომი ზუსტად რომ სამოსით ცდილობს მიიქციოს ხალხის ყურადღება. ლომებს უყვართ სექუინებით გაწყობილი, ბრჭყვიალა ან ბზინვარე ფაქტურის სამოსი. ტყავის კაბა ან შარვალი მათი გარდერობის განუყრელი კომპონენტია.
ქალწულს მინიმალისტური დამოკიდებულება აქვს სამოსთან მიმართებაში. ამ ადამიანებს არ უყვართ უხამსობა, ზედმეტობა და ვულგარული იმიჯი. ამიტომ ყოველთვის აცვიათ სადად, მაგრამ ხარისხიანად. ქალწული ხარისხის ამოცნობის დიდოსტატია. შესაბამისად, მისი იმიჯი ყოველთვის შედგება მაღალი კლასის და ფაქტურის ტანისამოსისგან, რომელიც შესაძლოა თვალს არ ჭრიდეს სიმკვეთრით, მაგრამ სოლიდურად გამოიყურება.
იხილეთ სრულად: astrologi.ge