კარგი მეგობრობა და ზოგადად, ერთგულების უნარი, დამეთანხმებით, ალბათ, ჩვენს კომპიუტერიზებულ-კოსმოპოლიტურ საუკუნეში სანთლით საძებარია.
ასტროლოგები გვთავაზობენ რჩევას, როგორ შევარჩიოთ მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და აქვე ისიც გავითვალისწინოთ, ვის როგორი მეგობრობის გაწევა შეუძლია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი - ერთგული მეგობარია. თქვენ გამო ნებისმიერ განსაცდელს უშიშრად შეუშვერს შუბლს, თუმცა იმავეს მოელის თქვენგანაც. ამიტომ თუ ასეთ ადამიანს უმეგობრდებით, ორი რამ უნდა აიტანოთ - მისი სიფიცხე და მაქსიმალიზმი ხასიათში.
კურო - ფრთხილად შემოდის კონტაქტში და მალე არავის უმეგობრდება. სამაგიეროდ, თუკი დრომ და თქვენმა საქციელმა მასში ნდობა გააღვიძა, მისი სახით ერთგულ, თავდადებულ მეგობარს იძენთ. ის არ ჩაიდენს თავზეხელაღებულ საქციელს თქვენთვის ვერძის მსგავსად, მაგრამ ყოველთვის იქნება მზად, დაგეხმაროთ რეალური შესაძლებლობებით - მათ შორის, ფულით.
ტყუპი - არასტაბილური, მაგრამ ძალიან კარგი სამეგობრო ადამიანია. მასთან ერთად მოწყენა გამორიცხულია. ამიტომ თუკი ცუდ ხასიათზე ხართ, ის ყოველთვის შეძლებს თქვენ გაღიმებას. ტყუპს არ უყვარს ვალდებულებები, შესაბამისად, მეგობრობის გამო არავის არაფერს ავალდებულებს. იმავეს ითხოვს თქვენგან.
კირჩხიბი - ბუტია, ცოტა ფხუკიანი მეგობარია. მას ეჭვიანობაც ახასიათებს მეგობრობაში და ხშირად იმის გამო, რომ სხვა საერთო მეგობარს მეტ დროს უთმობთ, შეიძლება "გაგიჭედოთ". სამაგიეროდ, მასავით მზრუნველი და მოსიყვარულე მეგობრის შეძენას ვერსად შეძლებთ. კირჩხიბები საკუთარ მეგობრებზე ისე ზრუნავენ ყოველთვის, როგორც ოჯახის წევრებზე. ამიტომ მისი ნდობა ბოროტად არასოდეს გამოიყენოთ.
ლომი - სამეგობროს სული და გული, ჭეშმარიტი "შუქურაა". ღმერთმა ნუ ქნას, პირველობაში შეეცილოთ. ისე კი, თუკი მისი "ქვეშევრდომის" როლით დაკმაყოფილდებით, მასზე უკეთეს მფარველ-მეგობარს ვერსად იპოვით. იგი ხშირად ეგოისტურად იქცევა, მაგრამ საკუთარი ნარცისიზმის კომპენსირებას მდიდრული საჩუქრებითა და ხელგაშლილობით ფარავს.
ქალწული - ფრთხილი ხასიათი აქვს და საკმაოდ პრეტენზიულია მეგობრების შერჩევაში. მას იშვიათად ჰყავს დიდი სამეგობრო, მით უმეტეს, იშვიათადაა სამეგობროს სული და გული ლომის მსგავსად. სამაგიეროდ, ვისაც ნდობას გამოუცხადებს, მასზე ბოლომდე ზრუნავს. იგი მოგივლით ავადმყოფს, დაგამშვიდებთ დეპრესიისას, მოგიგვარებთ წვრილმან-მსხვილმან ბიუროკრატიულ ხლაფორთებს და წესრიგში მოიყვანს თქვენს სამზარეულოს, წინა ღამის "ალა-ფურშეტის" შედეგად. მისი მეგობრობა პრაქტიკულობას ეფუძნება.
იხილეთ სრულად: astrologi.ge