მშვილდოსანი - საკმაოდ გულახდილი ქალია, რომელიც თავის პირად ცხოვრებაზეც დაუფარავად საუბრობს.
თუმცა ეს კარგიც არის. მას არ შეუძლია ტყუილის თქმა. თუ ჰკითხავთ, ყველაფერს დაუფარავად და შეულამაზებლად გეტყვით. მშვილდოსანი დამოუკიდებელიცაა. იმდენად, რომ ხშირად მარტოც რჩება. ამასთანავე, სარკასტულიცაა და ღიმილით შეუძლია ჯანდაბამდე გაგიშვათ. მშვილდოსანი საოცრად ერთგული მეგობარია. უბრალოდ, ვერ იტანს ადამიანებს, ვისაც თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია. მშვილდოსანი ფიზიკურად ძალიან მომთმენია. ახლობლების გულისთვის კი - სასარგებლოც. მშვილდოსანი ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც მეგობრობა ბავშვობიდან მოგყვებათ.
ბავშვობაში მხიარული და თავგადასავლების მაძიებელი მშვილდოსანი ასაკის მატებასთან ერთად ელეგანტურ ქალად გადაიქცევა, მაგრამ რომანტიკული განწყობა სიბერემდე მიჰყვება. როცა სიყვარული მთავრდება, მშვილდოსანი გულის სიღრმეში ტირის, მაგრამ გარშემო მყოფებს არც კი მიახვედრებს, რა ხდება მის გულში. იგი ასაკის მატებასთან ერთად არ ბერდება, მუდამ ახალგაზრდა გოგოდ რჩება, რომელიც მუდამ მზადაა თავგადასავლებისთვის. არ მოგაწყენთ, აქვს იუმორის კარგი გრძნობა. თუ მამაკაცი შეუყვარდა, მშვილდოსანი თავად გამოუტყდება გრძნობაში და ყველაფერს იზამს, რომ მამაკაცმა მის გვერდით არ მოიწყინოს.
თხის რქა
ეს არის ქალი, რომელიც ბავშვობაში გეგმავს თავის მომავალს და არ უშინდება რთულ სამუშაოსაც კი. თუ რთულად მოსაგვარებელი საკითხები გაქვთ, მას მიმართეთ. მან ყოველთვის იცის, როგორ უნდა მოიქცეთ. მან შეიძლება თავი მკვდრად "მოგაჩვენოთ", მაგრამ არასდროს "მოკვდება". თხის რქა ის ქალია, რომელიც დაისახავს მიზანს და მისკენ მიიწევს. თუ მისი გულის მოგება გინდათ, არ უთხრათ ბანალური ფრაზა: "მე შენ მიყვარხარ".
უთხარით: "შენ ყველაზე ჭკვიანი და კომპეტენტური ქალი ხარ, რომელიც ოდესმე შემხვედრია".
თხის რქამ ბავშვობიდან იცის, რომ წარმატებას უნდა მიაღწიოს, გარშემო მყოფების ყურადღება რომ დაიმსახუროს. თუ იღბალმა თხის რქასთან შეგახვედრათ, ბედის მადლობელი უნდა იყოთ. მის გვერდით თავს მუდამ დაცულად იგრძნობთ, მხოლოდ შეყვარებულ თხის რქა ქალს შეუძლია საყვარელი მამაკაცისთვის ბიზნესვუმენობას იდეალური დიასახლისობა შეუთავსოს.
მერწყული
თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, მაგრამ თუ შეუყვარდა, მისი ერთგული გახდება. თუმცა, ექსპერიმენტების ჩატარების უფლება არ უნდა დაუშალოთ. დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებმაც სამყაროში გადატრიალება მოახდინეს, მერწყულის ნიშნით იყვნენ დაბადებულები. თუ ქალს თავისუფლებას შეუზღუდავთ, ყვავილივით დაჭკნება. თუ გსურთ გვერდით ვნებიანი, ენთუზიასტი, გადარეული ადამიანი გყავდეთ, მერწყული აირჩიეთ, მაგრამ გახსოვდეთ, შეყვარებული მერწყული მამაკაცისგან მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ხოლო თუ დაშორება გადაწყვიტა, ადგება და წავა და ვერც შეაჩერებთ. თუმცა, განათხოვარი ქალი ისეთივე ბედნიერია, როგორც გათხოვებამდე იყო.
მერწყულს არ უყვარს ტყუილები, თუმცა ვერც მოატყუებთ, სანამ თქვენ უყვებით, ის ყველა სიტყვას, ჟესტს აკვირდება და თავს არ მოგატყუებინებთ, თუ ფაქტებითა და არგუმენტებით არ ხართ შეიარაღებულები. ნუ ეცდებით მერწყული ქალის ამოცნობას, უბრალოდ, გიყვარდეთ იგი ისეთი, როგორიცაა.
თევზები
ზოდიაქოს ყველაზე ქალური ქალი. აფასებენ ჯენტლმენ და დახვეწილი მანერების მქონე მამაკაცს. მან ლამაზი სიტყვები და დახვეწილი კომპლიმენტები უნდა უთხრას. ახალგაცნობილი თევზი ისეთ კომფორტსა და გარემოს შეგიქმნით, თითქოს მას ბავშვობიდან ინობთ. თევზი მეტად მგრძნობიარეა და მუდამ ვიღაც უნდა უყვარდეს. მისთვის ნათქვამი "მიყვარხარ" მდიდრულ რესტორანში დაპატიჟებას ჰგავს. მტრები იშვიათად ჰყავთ, კონფლიქტს დიპლომატიურად აგვარებენ.
ყველაფერში სილამაზეს აფასებს, უყვარს ზღვაზე მზის ჩასვლის ყურება, ლამაზი აქსესუარები, კომფორტი. სირთულეები არ აშინებთ, თავს ნებისმიერი სიტუაციიდან დაიძვრენენ. თევზები მეტად მგრძნობიარეები არიან, მაგრამ გულის კარს ერთეულებს უღებენ. თევზი ქალი საუკეთესო ცოლია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი ღალატი დაუშვებელია.