მომავალი ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადი მდიდარ, სიურპრიზებით სავსე და ზღაპრულ წელს გვპირდება.
გაიგეთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2016 წელს ყველაზე მეტად:
ვერძი
2016 წელს ვერძები დაუჯერებელი აქტივობით განაგრძობენ წარსულში დაწყებულ საქმეებს. მათი შეუპოვრობა, ჟინიანობა ამჯერად დადებით შედეგს გამოიღებს. მოულოდნელად აღმოჩნდებიან მოწინავე პოზიციებზე ან უფრო მნიშვნელოვან თანამდებობაზე.
ვერძის ყველაზე დიდი კოზირი - ორგანიზატორული ნიჭია. შეუძლია მასების მართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახურში ადამიანებით მანიპულირებას შეძლებს და კოლექტივს მისი გავლენის ქვეშ მოაქცევს. 2016 წელი მათი კარიერული წინსვლის ნამდვილი აღზევება იქნება. გაგრძელება