როგორც უკვე ცნობილია, ზოდიაქოს ნიშანი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათსა და ბედისწერაზე. ნიშანს შეუძლია ადამიანს მიანიჭოს ბედნიერება და პირიქით, გააუბედუროს.
გაინტერესებთ, არსებობენ თუ არა ჭეშმარიტად ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები? მეცნიერება გამოყოფს ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებსაც ბედნიერება მოაქვთ და ჰარმონიულ ცხოვრებას გპირდებათ.
3. მერწყული
ზოდიაქოს ეს ნიშანი სიაში შემთხვევით არ მოხვედრილა. მერწყული ცხოვრებას უდარდელად უყურებს, პრობლემები გულთან ახლოს არ მიაქვს და საკუთარი თავის სიამოვნებისკენ ისწრაფვის. ერთ ადგილზე მიჯაჭვულობა არ სჩვევია და არც საყვარელი ადამიანის არყოფნით იწყენს, მას ხომ ირგვლივ ბევრი მეგობარი ჰყავს.
სწორედ ამიტომ გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა სხვა ყველა ზოდიაქოს ნიშანთან შედარებით უფრო ძლიერი აქვს. მერწყული მრავალმხრივ გაცნობიერებული და ძალიან კომუნიკაბელურია. ის ყოველთვის გამოსადეგია და მარტო არასდროს რჩება. ყველა ამ თვისების ერთობლიობა მას ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ზოდიაქოს ნიშნად აქცევს.
2. ლომი
ალბათ, არავის გაჰკვირვებია ლომის ყველაზე ბედნიერ ნიშანთა სიაში დანახვა. გამოსდით ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებენ. საკუთარ თავში დარწმუნებული, კმაყოფილი და მადლიერია. მათ ირგვლივ ყოველთვის უამრავი ადამიანი ტრიალებს, ვის ხარჯზეც თვითრეალიზებას ახერხებს. შეუძლია მათი მართვა და ამით დიდ კმაყოფილებას იღებს.
ლომი - ნამდვილი ესთეტი და გურმანია. აღმერთებს დახვეწილს, მდიდრულსა და ხარისხიანს, ამიტომ ცხოვრებაში ყოველთვის საუკეთესოსკენ ისწრაფვის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანია. გაგრძელება