საიმისოდ, რომ მარტივად გავიანგარიშოთ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს რამდენად ვეწყობით, ათვლა უნდა დავიწყოთ თავად ჩვენი ნიშნიდან და მომდევნო თორმეტი ნიშნის მიხედვით, რიგითობით განვიხილოთ ის, თუ რომელ ნიშანთან რა სახის ურთიერთობის პერსპექტივა გვაქვს ემოციური ურთიერთგაგების კუთხით.
ასე მაგალითად, თუკი თქვენ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადეთ, ხოლო თქვენი პარტნიორი მორიელის ზოდიაქოს განეკუთვნება, ათვლა უნდა დავიწყოთ შემდეგი პრინციპით: ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი. გამოდის, რომ იგი თქვენთვის მეოთხე ნიშანია. მონახეთ ეს ციფრი ქვემოთ მოყვანილ დახასიათებაში და გაეცანით მას. ხოლო, თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთი და იგივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ხართ, გაეცანით დახასიათებას - "ციფრი ერთი".
ციფრი ერთი - "მე და ჩემი ანარეკლი სარკეში" - თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს, იმდენად, რომ ხშირად ერთმანეთის კომპანიაში თავისებურად იღლებით კიდეც. მართალია, თქვენ შორის შესაძლოა იყოს ინტერესების, პრიორიტეტებისა და ცხოვრებისეული პრინციპების თანხვედრა, მაგრამ როგორც წყვილს, ასტროლოგები გირჩევენ, მაქსიმალურად დაკავდეთ ცალ-ცალკე საკუთარი საქმიანობით, რათა "მოკლე ჩართვა" აიცილოთ თავიდან ოჯახურ ურთიერთობაში.
ციფრი ორი - "მე და ჩემი სპონსორი" - ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ ამ ორის ურთიერთობა ანგარებაზეა დაფუძნებული. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ჩვენი მეორე ნიშანი ყველაზე საუკეთესო დამხმარე, მზრუნველი და ფინანსური თანაშემწეა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა განსაკუთრებული გრძნობებით რომც არ დაიწყოს, იგი წლების მერე საკმაოდ ძლიერ მიჯაჭვულობასა და ურთიერთგაგებაში გადაიზრდება.
ციფრი სამი - "მე და ჩემი თანამოსაუბრე" - მესამე ნიშანთან, როგორც წესი, ადამიანებს საუკეთესო ვერბალური კომუნიკაციის უნარი აკავშირებთ. მსგავს წყვილს ყოველთვის აქვს თემა სასაუბროდ და უნარი აქვთ, ერთმანეთის ნაკლი მეტ-ნაკლებად შენიღბონ, ხოლო ღირსება ერთიორად წარმოაჩინონ. ერთადერთი, რასაც ასტროლოგები მათ ურჩევენ, ეს ურთიერთობაში თანასწორობის პრინციპის დაცვაა.
ციფრი ოთხი - "მე და ჩემი მონათესავე სული" - მეოთხე ნიშანთან ჩვენი დამოკიდებულება, როგორც წესი, თავიდანვე უჩვეულო სითბოს გრძნობით იწყება. ხშირად ამ ადამიანში ჩვენ შეიძლება საკუთარი მშობლების თვისებები ამოვიცნოთ ან პარალელი გავავლოთ მათთან. ზუსტად ამ ადამიანთან გვიჩნდება სურვილი, ვისაუბროთ საკუთარ პრობლემებზე და ეჭვი არ შეგვეპაროს იმაში, რომ იგი ჩვენს ტკივილს ბოლომდე გაიგებს. ამგვარი წყვილის ქორწინება საკმაოდ სტაბილური და ხანგრძლივია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მამაკაცი აღმოჩნდება ქალის მეოთხე ნიშანი.
ციფრი ხუთი - "მე და ჩემი მიჯნური" - ადამიანთან, რომელიც ჩვენთვის მეხუთე ნიშანს წარმოადგენს, როგორც წესი, "ერთი ნახვით შეყვარების" პრინციპი მოქმედებს. ხშირად ასეთი წყვილი ქორწინების გარეშე ურთიერთობებითაა დაკავშირებული და მათი რომანის შესახებ თაობებს რჩება მოგონება.
ციფრი ექვსი - "მე და ჩემი მენტორი" - მეექვსე ნიშანთან ადამიანებს, როგორც წესი, გააზრებული, დაგეგმილი და აბსოლუტურად გათვლილი ურთიერთობა აკავშირებთ. ასეთი წყვილი ხშირად საერთო ბიზნესის ან სამსახურებრივი ურთიერთობის შედეგად იღებს ქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას. მათი კავშირი მყარი, მაგრამ ზედმეტ რომანტიზმს მოკლებულია. გაგრძელება