როგორც უკვე ვიცით, მომავალი 2016 წელი წითელი მაიმუნის წელია ჩინური კალენდრის მიხედვით. თუმცა იგი არა უშუალოდ 31 დეკემბერს, არამედ თებერვლის ბოლოს აიღებს სრულუფლებიანად მართვის სადავეებს ხელში.
მაგრამ საიმისოდ, რომ მაიმუნის გული მოვინადიროთ, მის დასახვედრად მზადებას სასურველია, დიდი ხნით ადრე შევუდგეთ. მაიმუნს ხომ მრავალფეროვნება, მაქსიმალური კრეატივი და თავგადასავლები ხიბლავს.
ასტროლოგები თვლიან, რომ მაიმუნის წელს ჩვენთვის ახალი შესაძლებლობები, აღმოჩენები, იდეები და თავბრუდამხვევი მოვლენები მოაქვს. მაიმუნი განსაკუთრებით სწყალობს "ტექნიკას". მაგალითად, ზუსტად წითელი მაიმუნის წელში მოხდა მსოფლიოში პირველი რადიოსიგნალის გადაცემა, აშენდა პირველი რკინიგზა და სხვა.
მაიმუნს დიდი ენერგია მოაქვს, თუმცა ადამიანებს აუცილებლად უნდა ეყოთ სითამამე და აქტიურობა საიმისოდ, რომ ამ წელს საკუთარ, ყველაზე თამამ ოცნებებს შეასხან ფრთები. გახსოვდეთ, მაიმუნი მხოლოდ და მხოლოდ რისკიანებსა და გაბედულებს დაასაჩუქრებს. გაგრძელება