დამდეგი ახალი წელი არა მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არამედ დაბადების კონკრეტული წლის მიხედვითაც გიმზადებთ სიახლეებს. დღეს სწორედ ამ ტიპის პროგნოზს შემოგთავაზებთ.
მამალი (1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017). მამლისთვის აქტიური წელიწადია. ამ წელს მოგიწევთ ხშირად წახვიდეთ დათმობასა და მსხვერპლზეც კი საყვარელი ადამიანების გამო. ასევე, მოგიწევთ დიქტატურისა და სიხისტის შერბილება, თუკი გსურთ, რომ ფინანსურ საკითხებში წარმატებას მიაღწიოთ.
ძაღლი (1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018). მზად იყავით დიდი გამოწვევებისა და მარცხისთვისაც კი. თუმცა, მოკლე ვადით და დიდი გამარჯვება/რევანშის გარანტიით. ეს ის წელია, როცა თქვენი ცხოვრება ცნობილ ატრაქციონს - "ამერიკულ მთებს" დაემსგავსება. ასე რომ, ღვედი კარგად შეიკარით და წინ.
ღორი (1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019). ერთ-ერთი დადებითი წელიწადი გელით წინ. შესაძლებელია, კარიერაში დიდი ნახტომი გააკეთოთ, ხოლო პირად ცხოვრებაში საბოლოოდ შეხვდეთ "იმ ერთადერთს". ამ წელს ნებისმიერი საქმის წამოწყებაა მიზანშეწონილი. გაიხსენეთ, რა არის თქვენი "ჰობი", შეუთავსეთ ერთმანეთს სასიამოვნო და სასარგებლო.
ვირთხა (1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008). მაიმუნი მეგობრობს თქვენთან, შესაბამისად, ეს წელი საკმაოდ აქტიური და პერსპექტიული გექნებათ. მოგეცემათ საშუალება დიდი ხნის ნანატრი და დაწყებული პროექტების დასასრულებლად. ზოგადად, ოცნებების ასახდენად. მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს, რომელიც ბოლო წლებში გაკლდათ.
ხარი (1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009). რთული, თუმცა ჭკუის სასწავლებელი და საინტერესო წელი გელით წინ. ყველაფრის მიზეზი კი თქვენთვის დამახასიათებელი პროგნოზირებადი ცხოვრების სიყვარულია. ხოლო მაიმუნს სიურპრიზები უყვარს, შესაბამისად, არ მოგაკლებთ მოულოდნელ ცხოვრებისეულ მოვლენებს.
ვეფხვი (1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010). ახალი იდეების დაბადების, ჰორიზონტების გაფართოების წელია. მაიმუნი ხელს შეგიწყობთ კრეატიული გეგმების განხორციელებაში, თუმცა წარუმატებლობასაც უნდა მოთმინებით შეხვდეთ, თუ გინდათ, რომ ფორტუნამ ისევ გაგიღიმოთ წლის მანძილზე. გაგრძელება