ძველებური წარმოების ფაიფურის თუ ბროლის ჭურჭელი აქტუალობას არ კარგავს, თუმცა დიასახლისების გულის მოგებას ჭურჭლის თანამედროვე მწარმოებლებიც ახერხებენ.
საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ძალიან პოპულარულია Luminarc-ის ჭურჭელი. მისი სავიზიტო ბარათი ნათელი ფერები და ორიგინალური დიზაინია. დღეს ძალიან ბევრ ოჯახში შეხვდებით მის ნაწარმს. მწარმოებლების ჩანაფიქრით, Luminarc-ის ჭურჭლის კაშკაშა ფერები მფლობელს ახალი იდეებით შთააგონებს.
ეს ფრანგული ბრენდი გახლავთ, თუმცა მწარმოებელი ქარხნები, საფრანგეთის გარდა, აშშ-ში, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშიც მუშაობენ. "ლუმინარკი" უკვე 200 წელია მთელი მსოფლიოს გულს იგებს. ამ ჭურჭელს ირჩევენ არამარტო პირადი გამოყენებისთვის, საჩუქრადაც. მისი დიზაინი ხომ ნებისმიერ სასადილოსა თუ სამზარეულოს ხალისსა და პეწს მატებს.
ეს ჭურჭელი ქართველი მომხმარებლის გემოვნებასაც მოერგო. ჩვენში, ძირითადად, Luminarc-ის ნაწარმი ჩინეთიდან შემოდის, თუმცა ამბობენ, რომ კომპანია ხარისხს ჩინურ ქარხნებშიც აკონტროლებს.
მომხმარებლის 200-წლოვან ერთგულებას აუცილებლად აქვს საფუძვლიანი მიზეზი. მაინც რა არის მისი მთავარი ღირსება? გაგრძელება